ჯანსაღი საკვები ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტიაა. ის აუმჯობესებს ჯანმრთელობას და გონებას არ აძლებს მოდუნების საშუალებას.
არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს:
1. მოცვის ჩაის მიღება სავალდებულოა ხანდაზმულებისთვის, იგი არაჩვეულებრივია მეხსიერებისათვის.
2. ვირთევზა გონების მუშაობისთვის აუცილებელ მიკროელემენტებს შეიცავს.
3. ავოკადო არტერიულ წნევას არეგულირებს.
4. ბადრიჯნის კანში შემავალი შავი პიგმენტი ხელს უწყობს ტვინის უჯრედებში ცხიმის აუცილებელი რაოდენობის შენარჩუნებას
5. ქათმის ხორცი მდიდარია B2,B6, B12 ვიტამინაბით, რაც ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აუმჯობესებს მეხსიერებას, დაგიცავთ დეპრესიისა და უძილობისგან.
6. ჭარხლის სასარგებლო თვისებების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ,უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უმჯობესია ბოსტნეული უმი სახით მიითვათ.
7. ორაგულში შემავალი ომეგა -3 განაახლებს ტვინის უჯრედებს.
8. ყავა-კოფეინი აუმჯობესებს ტვინის მუშაობას იცავს ნერვულ სისტემას ტოქსინებისგან,ხოლო სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან.
9. ერთი ცალი კივი შეიცავს C ვიტამინის დღიურ ნორმას. ხოლო ტვინს იცავს მავნე რადიკალებისგან,რომელიც გონების მუშაობაზე ცუდად მოქმედებს.
10. მწვანე ბარდაში არის ვიტამინი B1, რომლის ნაკლებობა მეხსიერების დაქვეითებასა და უყურადღებობას იწვევს.
11. ღვიძლი B1 ჯგუფის ვიტამინებითაა მდიდარი.
12. თუ გონების მუშაობის გაუმჯობესება, ძილის გამოსწორება და მეხსიერების აღდგენა გსურთ, მიირთვით B 12 -თა და თუთიით მდიდარი მიდიები.
13. ლობიო ცილებისა და ნახშირწყლების საბადოა. არეგულირებს სისხლძარღვებში შაქრის დონეს.
14. ყურძენი სასარგებლოა თეთრიცა და შავიც. მასში შემავალი გლუკოზა გონების მუშაობას უწყობს ხელს.
15. ზღვის მარილი დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ელემენტია.
16. ზღვის კომბოსტო დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს. ამ ელემენტის ნაკლებობა დეპრესიას,უძილობას ,მეხსიერების დაქვეითებასა და ნერვული სისტემის მოშლას იწვევს.
17. თხილი, ნუში და კაკალი ტვინისთვის სასარგებლო ცხიმის გარდა ფოსფორსა და რკინას შეიცავს.
18. სტაფილოში შემავალი ბეტა კარბონატი ხელს უწყობს ტვინის უჯრედების აღდგენას.
19. დაღერღილი მარცვლის პური-შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს.
20. იოგურტი კალცის საბადოა. ის აუცილებელია ძვლებისა და ნერვული სისტემისთვის.
21. გოგრის მზესუმზირა ომეგა-3-ს, ომეგა-6-ს ,A ,E ვიტამინებისა და თუთიის საბადოა.
22. შტოში ანტიოქსიდანტებით მდიდარი პროდუქტი ტვინს მავნე დაავდებებისაგან იცავს.
23. შოკოლადი გაგიუმჯობესებთ მეხსიერებას. სასურველია,დიდი რაოდენობით მიირთვათ შოკოლადი,რომელშიც კაკაო 50-60%-ზე მეტია.
24. მწვანე ჩაი მოგიწესრიგებთ ნერვულ სისტემას, გაგიუმჯობესებთ გონების მუშაობას.
25. წითელი კომბოსტოში შემავალი ანტი ოქსიდანტები ალცჰაიმერის დაავადებისგან დაგიცავთ.
26. გარგარის ჩირი მდიდარია რკინითა და C ვიტამინით.
მასალის გამოყენების პირობები