ქეთი არჯენიშვილი
ნოემბრის ბოლოს ქალაქ გურჯაანში ამხანაგური შეჯიბრი ჩატარდა კრივში, რომელშიც ყვარლის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. მსაჯი თავად საქართველოსა და კახეთის კრივის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი გურამ ბერიკაშვილი იყო.როგორც მწვრთნელი თამაზ ლაზაშვილი განმარტავს, მსგავსი შეჯიბრები ახალგაზრდა სპორტსმენებს მეტ გამოცდილებას აძლევს.შეჯიბრში მონაწილეობდნენ გურამ ბერიკაშვილი, თამაზ ქიტოშვილი, ომარ კურტანიძე, გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი მესტიაშვილი, ნოდარ გაბიტაშვილი, თორნიკე ბუზალაძე, გიორგი ფრიდონიშვილი, ზურა ყვირალაშვილი და შალვა ფრიდონიშვილი. გამარჯვება მოიპოვეს გურამ ბერიკაშვილმა, ომარ კურტანიძემ, თორნიკე ბუზალაძემ და ფრედ დაამთავრეს ბრძოლა ზურა ყვირალაშვილმა და შალვა ფრიდონიშვილმა. "ამ ბავშვებმა მართლაც კარგი ჩხუბი აჩვენეს და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ძლიერი სპორტსმენები არიან. საერთოდ კარგია ასეთი ტიპის შეჯიბრები რომ ტარდება, რადგან აქ მეტ გამოცდილებას იძენენ. ესენი ფაქტიურად ახალი მერცხლები არიან და მჯერა, რომ მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევენ," _ განმარტა მწვრთნელმა თამაზ ლაზაშვილმა.
მან აქვე თბილისში გამართულ ღია პირველობაზეც ისაუბრა, რომელიც 4 დეკემბერს ჩატარდა. მასში გურჯაანიდან შვიდი სპორტსმენი მონაწილეობდა. "შეჯიბრზე წასასვლელად ფინანსური მხარდაჭერა გაგვიწია საქართველოს და კახეთის კრივის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა გურამ ბერიკაშვილმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. რაც შეეხება თავად შეჯიბრს, გურჯაანელი მოკრივეების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. ეს ბავშვები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ," _ განმარტა თამაზ ლაზაშვილმა. ღია პირველობაზე გამარჯვება მოიპოვეს ირაკლი იმნაძემ (23 კგ.წონითი კატეგორია), გიორგი მესტიაშვილმა (30 კგ. წონითი კატეგორია), გიორგი დუროშვილმა (30 კგ. წონითი კატეგორია), ომარ კურტანიძემ (32 კგ. წონითი კატეგორია), შალვა ფროდონიშვილმა (68კგ. წონითი კატეგორია) და ჯონი სიმონიშვილმა (100 კგ. წონითი კატეგორია). შეხვედრა ფრედ დაამთავრეს ზაქრო ბუზალაძემ და გიორგი ყვირალაშვილმა. როგორც მწვრთნელი თამაზ ლაზაშვილი აღნიშნავს, გურჯაანელი მოკრივეები მომავალში უკეთესი შედეგისთვის იბრძოლებენ.
მასალის გამოყენების პირობები