[caption id="attachment_601" align="alignleft" width="300" caption=" ფინალში ვერონიცა კაფშაისა და აგნეს სზატმარის წყვილმა გაიმარჯვა "][/caption]
ნინო კორაშვილი
თელავის ჩოგბურთის სათამაშო კორტებზე პროფესიონალ ქალთა საერტასორისო ტურნირი დასრულდა. ფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო. სპორტსმენები ფრთხილობდნენ და მოწინააგმდეგის შეცდომაზე თამაშობდნენ.
გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ უკრაინელი ჩოგბურთელი - ირინა ბურიაჩოკი და ავსტრიელი მელანი კლაფფნერი.
თამაშის მიმდინარეობისას უკრაინელ ჩოგბურთელს, ირინა ბურიაჩოკს ფეხი გადაუტრიალდა, წაიქცა, და ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. იგი მეორე ადგილზე გავიდა და 1 ათას 666 ამერიკული დოლარით დაჯილდოვდა.
პირველი ადგილი კი ავსტრიელმა ჩოგბურთელმა მელანი კლაფფნერმა დაიკავა. მას 2 940 ამერიკული დოლარი და კახეთის გუბერნატორის მიერ დაწესებული პრიზი - ოქროს ჩოგანი გადაეცა.
მან `თელავი ოუფენის~ ფინალში შარშანაც ითამაშა, უნგრელ რეკა-ლუკა იანისთან დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა.
`ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თელავში ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირები ტარდება. იმედი მაქვს, მომავალში საპრიზო ფონდი გაიზრდება და უფრო სერიოზული თამაშების ჩატარება იქნება შესაძლებელი. ღეისათვის თელავში უამრავი სპორტსმენია ჩამოსული და რა თქმა უნდა, ეს ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს,~ – აღნიშნა `სპექტრთან~’ საუბარში კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ღვინიაშვილმა.
წყვილებში "თელავი ოუფენი 2010"-ის გამარჯვებული მელანი კლაფფნერი და აქსანა კალაშნიკოვას წყვილი ვერონიცა კაფშაისა და აგნეს სზატმარის წყვილს დაუპირისპირდა. შეხვედრა მეორე წყვილის გამარჯვებით დასრულდა.
"საქართველოს სახელით მოასპარეზე აქსანა კალაშნიკოვა "თელავი ოუფენის" გამარჯვებულთან, ავსტრიელ ელანიე კლაფფნერთან დამარცხდა და წყვილებს შორის ფინალში მისივე გვერდით მოუწია თამაში. სამწუხაროდ, ეს წყვილი ფინალში დამარცხდა, რადგან 2 თამაში ერთ დღეს, კლაფფნერისთვის ძალია რთული აღმოჩნდა.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ტურნირის მოწყობაში დაგვეხმარა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მაღალ დონეზე ჩატარებულიყო," – აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ტურნირის დირექტორმა ლეილა მესხმა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 25 ათას დოლარს შეადგენდა. ფულადი ჯილდო ყველა მონაწილეს გადაეცა.
ტურნირი თელავის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრს `ლიბერთი ბანკი~, `ტბს ბანკი~ და მინერალური წყალი `ბორჯომი~ ასპონსორებდნენ.
პროფესიონალ ქალთა საერთასორისო ტურნირი 18 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდა. აღნიშნულ ტირნირში 17 ქვეყნის 64 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები