გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი,
რომელიც არაერთ საუკეთესო სპორტსმენს ავარჯიშებს, გულშემატკივრებს
სიახლეებს პირდება. როგორც მან speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა,
დიდი პაუზის შემდეგ რინგზე ბრუნდება.
„მე გახლავართ კლუბს „მგლების“ საუკეთესო მებრძოლების მწრთვნელი,
ასევე -კრივისა და mma-ს მწრთვნელი. ლიცენზირებული ვარ სამივე
სახეობაში. გურჯანის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ვარ ყველაზე მაღალი
რეიტინგით. ჩვენს კლუბს საუკეთესო შედეგი აქვს დადებული. მყავს 16
ქამრის მფლობელი სპორტსმენები. აქედან ზოგს 4 ქამარი აქვს მოპოვებული,
არიან ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები. დიდი შემართებით ველოდებით
მსოფლიო ჩემპიონატს ოქტომბერში. მოკლედ, დიდი პაუზის შემდეგ რინგზე
ვბრუნდები,“ - ამბობს გიორგი ელიკაშვილი.
სპორტსმენის თქმით, მას ვარჯიშში ეხმარება ფედერაციის პრეზიდენტი.
ცდილობს მაქსიმალურად ივარჯიშოს და მსოფლიო ჩემპიონატზე
გულშემატკივრების იმედები გაამართლოს.
„ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი აქტიურად არის
ჩართული ჩემ მომზადებაში, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
ასევე მისი მეშვეობით კიკბოქსინგის ნაკრებთან ერთად ვიქნები ორკვირიან
ზბორზე, სადაც მაქსიმალურ მომზადებას გავივლი. შემდგომ სექტემბერში
გავემგზავრებით ტაილადნში, სამკვირიან მომზადებაზე. ოქტომბერში უკვე
გავემგზავრებით ლატვიაში, სადაც მიმიწვიეს დიდ ორგანიზაციაში მსოფლიო
ჩემპიონატზე. ჩემს გულშემატკივრებს ვპირდები მაქსიმალურად
დავიხარჯები, თქვენს იმედებს გავამართლებ.“
როგორც გიორგი ელიკაშვილი ამბობს, ის ჩემპიონატზე 65 კილოგრამ წონით
კატეგორიაში იასპარეზებს, თუმცა, ამისათვის ჯერ 8 კილოგრამი უნდა
დაიკლოს.
„წონის კლება ნორმალურ ფარგლებში მიმდინარეობს. ახლა ვარ 73კგ და
ბრძოლას გავმართავ 65კგ წონით კატეგორიაში. ყველაფერი კარგად მიდის.
შევეცდები ამ ტიტულით დაგიბრუნდეთ საქართველოში.“
გიორგი ელიკაშვილის თქმით, კლუბი „მგლები“ ყოველგვარი ფინანსური
დახმარების გარეშე საუკეთესო შედეგებს აღწევს. მისი მიზანია, რაც
შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული სპორტულ ცხოვრებაში.
„კარგს იზამენ, თუ ჩვენს კლუბს ყურადღებას მიაქცევენ. შედეგები
საუკეთესო გვაქვს და გვჭირდება პირობები, სადაც მომავალი თაობა, ჩვენი
შვილები ჯანმრთელები და სახელოვანი, ტიტულოვანი ვაჟკაცები
გაიზრდებიან. ჩვენი სლოგანია ახალგაზრდობა მოვწყვიტოთ ქუჩას. თქვენც
დაგვეხმარეთ, რომ მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ნებისმიერ სპორტში.“
მასალის გამოყენების პირობები