გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო
ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
“2023 წლის მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონი და პირველი ადგილის მფლობელი,
მარჯვენა მკლავით, თენგო ნაცვლიშვილი გახდა, მან ასევე ბრინჯაოს
მედალი მოიპოვა მარცხენა მკლავით. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ნოდარ
შანყულაშვილმა და შოთა რაქვიაშვილმა (18 წლამდე ასაკში) , ხოლო ლევან
საკაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.”-აცხადებენ მერიაში.
მათივე თქმით, ჩემპიონატზე წარმატებით იასპარაზეს გურჯაანელმა
პარასპორტსმენებმაც – გიორგი კასრელიშვილმა და ზაურ ქათამაძემ,
რომლებიც ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.
ცნობისთვის, გურჯაანის მკლავჭიდელთა გუნდს ალექსი ზავრაშვილი
ხელმძღვანელობს.
მასალის გამოყენების პირობები