28-დან 31 ივლისის ჩათვლით ქუთაისში მიმდინარეობდა საერთაშორისო
ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც 250-ზე მეტი სპორტსმენი იღებდა
მონაწილეობას, მათ შორის იყვნენ გურჯანის კიკბოქსინგის კლუბ მგლების
საუკეთესო მებრძოლები.
როგორც მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი speqtri.ge სთან საუბარში
აღნიშნავს, კლუბის სპორტსმენებმა ბრწყინვალე ბრძოლა აჩვენეს და
საპრიზო ადგილებიც დაიკავეს.
„საუკეთესო ბრძოლების ჩატარაებისთვის ჩვენს გუნდს გუნდური თასი
გადასცეს. პირველი ადგილი დაიკავეს: საბა ჩომახაშვილმა, გიორგი
ბურდიაშვილმა და ლაზარე სეისიანმა; მეორე ადგილი დაიკავეს ნიკა
სუბაშვილმა და ბესო მჭედლიშვილმა. შედეგებით კმაყოფილი ვარ. დიდი
მადლობა მინდა გადავუხადო ტაიბოქსინგისა და კიკბოქსინგის ფედერაციის
პრეზიდენტს ბატონ ლაშა ჭურაძეს ამ ტურნირზე მიწვევისთვის და აქვე
ტურნირის ღემძღვანელს. ჩვენი კლუბის სახელით დიდ მადლობას ვუხდით
ალეკო თაბუკაშვილს ასეთი ორგანიზებისთვის.“ - ამბობს გიორგი
ელიკაშვილი.
როგორც მწვრთნელი აანონსებს, უახლოეს პერიოდში კლუბ მგლების
სპორტსმენები თურქეთში იასპარეზებენ ჩემპიონატის ქამრების
მოსაპოვებლად.
„წინ კიდევ ბევრი ტურნირი გველოდება და აქტიურად განვაგრძობთ
მზადებას. ეხლა ზბორებს გავივლით კიკბოქსინგის ერთობრივი ნაკრები,
სადაც ჩვენი კლუბი გაივლის საუკეთესო მზადებას. სექტებრისთვის
თურქეთში გავემგზავრებით ჩემპიონატის ქამრების მოსაპოვებლად. k1
წესებით იბრძოლებენ ჩვენი კლუბის საუკეთესო მებრძოლები. ამ ტურნირის
შემდგომ გავემგზავრებით ლატვიაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რისთვისაც
მაქსიმალურად ვემზადებით, მითუმეტეს, რომ ხელშეწყობა არ გვაქვს -
დაფინანსება ჩვენ არ გვაქვს და ინვენტარი, მაგრამ მაინც მაგარ შედეგს
ვდებთ და ვზრდი ახალ თაობას. არსებული პირობების მიუხედავად, ჩვენ
მაინც არ ვჩერდებით და არც ვაპირებთ გაჩერებას.“ - აცხადებს გიორგი
ელიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები