გურჯაანელმა მოჭიდავეებმა ქუთაისში გამართულ ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა ბერძნულ-რომაური სტილით მოჭიდავე
კადეტთა საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობდნენ 2009-10 და
2011-12 წლებში დაბადებული სპორტსმენები. მათ შორის იყვნენ გურჯაანელი
მოჭიდავეებიც, რომლებმაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
გურჯაანის სპორტული გაერთიანების ინფორმაციით, ტურნირში ჩართული იყო
200-მდე მონაწილე. გურჯაანელმა სპორტსმენებმა მოიპოვეს ორი ოქროს,
სამი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი.
ტურნირის ჩემპიონები გახდნენ - გიორგი გოგინაშვილი და საბა
ჩომახაშვილი.
მეორე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ - დავით ავეტისიანი, ლაშა ქიტოშვილი
და ალიკა აროშვილი.
მესამე ადგილი კი საბა ტარუღიშვილმა დაიკავა.
მასალის გამოყენების პირობები