საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო
ურთიერთობების და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ორგანიზებით,
7 ივლისს 10:00 საათიდან ველოტური ჩატარდება.
ამასთან ერთად, დაგეგმილია ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო
კამპანია და მცირე მასშტაბიანი ექსკურსია სახელწოდებით - “აირჩიე
მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის“.
„ველოტურში მონაწილეობას მიიღებენ საგარეჯოს საჯარო სკოლების
მოსწავლეები, მოხალისეები და სპორტის მასწავლებლები. ველოტური
გაიმართება საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლიდან შპს „ჯეო- ორგანიკი“-ს
ქარხნის- ქართველ იუნკერთა ქუჩა # 14 - ის მიმართულებით. აღნიშნული
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებსა და მოხალისეებს საშუალება
ექნებათ დაათვალიერონ და ადგილზე გაეცნონ სახელმწიფო პროგრამა
„აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ქალაქ საგარეჯოში თანამედროვე
სტანდარტების შესაბამისი ჩირისა და გამომშრალი ბოსტნეულის მწარმოებელი
საწარმოს- შპს "ჯეო-ორგანიკი"-ში ტექნოლოგიურ პროცესებს, რომელიც მზის
სისტემაზე მომუშავე საშრობი აგრეგატით არის აღჭურვილი. მონაწილეებს
მერია ბრენდირებული მაისურებითა და კეპებით დაასაჩუქრებს.“-აცხადებენ
საგარეჯოს მერიაში.
ცნობისთვის, ველოტურის შემდგომ, კულტურის სახლის მცირე დარბაზში
ახალგაზრდებისთვის მოეწყობა საგანმანათლებლო-შემეცნებითი პრეზენტაცია
- „ მდგრადი ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილება“.
მასალის გამოყენების პირობები