საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, ლატვიის დედაქალაქ
რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მას-რესლინგში საქართველოს
ნაკრებმა 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გამარჯვებულთა შორისაა საგარეჯოელი გიორგი ქვლივიძე.
• ოქრო - გიორგი მოდებაძე (-100კგ, M3), ალექსი დავითაშვილი (+100კგ,
M4);
• ვერცხლი - ბადრი ბასოშვილი (-60კგ, М4);
• ბრინჯაო - დავით უძილაური (-81კგ, M3), დევიკო გობეჯიშვილი (-100კგ,
M3), ირაკლი ახრახაძე (+100კგ, M3).
„გიორგი ქვლივიძე (90 კგ) და გიორგი ტალახაძე (+125 კგ) ევროპის
ჩემპიონები გახდნენ. ქვლივიძემ თავის წონით კატეგორიაში დამაჯერებელი
გამარჯვების შემდეგ აბსოლუტურ კატეგორიაშიც იასპარეზა და ქართულ
ფინალში თავისზე ბევრად მძიმე გიორგი ტალახაძესთან დათმო ფინალური
შეხვედრა, ბორჯომელმა გიგანტმა კი 2 ოქროს მედალი და ევროპის
აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.“-აცხადებენ მერიაში.
როგორც ცნობილია, ასევე, სლოვენიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე
ვეტერანთა შორის შეჯიბში, საგარეჯოელმა ქართველმა ძიუდოსტმა - დევიკო
გობეჯიშვილი (-100კგ, M3) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მასალის გამოყენების პირობები