თელავის სპორტის სასახლეში კიკბოქსინგის ჩემპიონატი - "კახეთის პროფი
ივენთი 2" ჩატარდა.
როგორც ცნობილია, ჩემპიონატში საქართველოდან, ირანიდან და სომხეთიდან
60-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მასშტაბით კი თელავის, ახმეტის, გურჯანის, ყვარელის,
თბილისის, ბორჯომის, ზესტაფონის, მარნეულის, ჩოხატაურის, ფონიჭალისა
და დმანისის კლუბების გამორჩეულმა კიკბოქსიორებმა იასპარეზეს.
ტურნირის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ
„მგლების“ სპორტსმენი, ნიკა სიბაშვილი. მწვრთნელის, გიორგი
ელიკაშვილის თქმით, ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა.
„ნიკა სიბაშვილმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა სომეხ მებრძოლთან და
პირველი ადგილი დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდნენ ლაზარე სეისიანი და
გიორგი ტუნკიშვილი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტაიბოქსინგისა
და კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ ლაშა ჭურაძეს, რომ
მოგვცა საშუალება მონაწილეობა მიგვეღო ასეთ პრესტიჟულ ტურნირზე.
მადლობა ტურნირის ხემძღვანელს ვანო ატამაშვილს, სპონსორებს - ასეთი
ორგანიზაცებისთვის თელავის მერს ბატონ ლევანი ანდრეიშვილს გვერდში
დგომისთვის, ყურადღებისთვის. მადლობა ყველას, ვისაც სპორტის
განვითარებაში წვლილი შეგაქვთ, მომავალ თაობას აძლევთ საშუალებას
განვითარდნენ და საზღვრების გარეთ გაიტანონ თავიანთი შესაძლებლობა.
რაღა თქმა უნდა, ეს ჩვენი, მწრთვნელების გამარჯვებაა. ამ ტურნირზე
იმყოფებოდნენ საუკეთესო მებრძოლები საერთაშორისო ტურნირებისა და
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები, ასევე ევროპის ჩემიონები,“ -
ამბობს, მწვრთნელი, გიორგი ელიკაშვილი.
ტურნირზე გამარჯვება მოიპოვეს ასევე თელაველმა ოთო ჯავახიშვილმა,
ირაკლი კუსრაშვილმა და შორენა ვაჭრიძემ. გოგონებს შორის შეჯიბრში
ვაჭრიძემ სომეხი მოწინააღმდეგე დაამარცხა.
„ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს თელაველმა სპორტსმენებმა: გიორგი
გოდერძიშვილი ტექნიკური ნოკაუტით ,,კახეთის პროფი ივენთი 2,,-ის
ჩენპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ასევე, ტექნიკური ნოკაუტით
გაიმარჯვა ზურა კაკრიაძემ.“-აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის
მერიაში.
ცნობისთვის, ჩემპიონატის ორგანიზატორები არიან თელავის
მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია და
თელავის კიკბოქსინგის კლუბი "ჯორჯია".
გამარჯვებულებს თასი, მედალი და დიპლომები გადაეცათ.
მასალის გამოყენების პირობები