ჭადრაკში ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ მესამე
გუნდური ადგილი დაიკავა.
საბერძნეთის ქალაქ როდოსში გამართულ ჩემპიონატზე მონაწილეობას
გურჯაანელი 10 წლის დათა ყალაბეგაშვილიც იღებდა.
კახეთის ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტისა და გურჯაანის ჭადრაკის
კლუბის დირექტორის, გია ქიტესაშვილის თქმით, დათა ბოლო ორ ტურში 5
ქულით ლიდერობდა და მეორე ადგილს ინარჩუნებდა, თუმცა თურქ
მოჭადრაკესთან 5-საათიანი დაძაბული თამაშის შემდეგ დამარცხდა.
„საკმარისი იქნებოდა, დათას 1 ქულაც აეღო, რათა გასულიყო
საპრიზო-მეორე ან მესამე ადგილზე.
სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე შეხვდა. 11 წლის თურქი
მოჭადრაკე მსოფლიო კლასის მოთამაშეა,“-ამბობს Speqtri.ge-სთან
საუბარში გია ქიტესაშვილი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, პირველ ადგილზე
თურქეთის, ხოლო მეორე ადგილზე ინგლისის ნაკრები გავიდა.
ქართველი მოზარდები ექვსიდან სამ ასაკობრივ კატეგორიაში
თამაშობდნენ.
მათი შედეგები კი ასეთია:
U9 გოგონები:
-
ბარბარე შონია (მწვრთნელი გოჩა თორია) –
III ადგილი, 6 ქულა
-
ბარბარე ჭიოკაძე (მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) –
VII ადგილი, 5 ქულა
U11 გოგონები:
-
ანასტასია ქუთათელაძე (მწვრთნელი ინგა კიკვიძე) -
III ადგილი, 6.5 ქულა;
U13 გოგონები:
-
ანასტასია კირთაძე (მწვრთნელი გიგა ყუფარაძე) -
I ადგილი, 8.5 ქულა;
-
მარიამ ცეცხლაძე - (მწვრთნელი დავით მაღალაშვილი)
II ადგილი, 6.5 ქულა;
-
კესარია მგელაძე (მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძე;
ნოდარ ლორთქიფანიძე) -
III ადგილი, 6 ქულა
U9 ღია:
-
ნიკა წულაია (მწვრთნელი დიმიტრი კვარაცხელია) -
VIII ადგილი, 5 ქულა
U11 ღია:
-
გაბრიელ გაბადაძე (მწვრთნელი გიორგი ტყეშელაშვილი)
-
II ადგილი, 6 ქულა;
-
გაგა გვასალია (მწვრთნელი გოჩა ჩაჩუა) –
V
ადგილი, 5.5 ქულა;
-
დავით თათვიძე (მწვრთნელი ნოდარ ლორთქიფანიძე) –
VI ადგილი, 5.5 ქულა;
-
დათა ყალაბეგაშვილი (მწვრთნელი ვანო მინდორაშვილი)
-
IX ადგილი, 5 ქულა;
U13 ღია:
-ერეკლე ტაბატაძე (მწვრთნელი იოსებ
კვირიაშვილი; ზურაბ სტურუა) – IV ადგილი, 6.5
ქულა;
როგორც speqtri.ge-სთან საუბარში გურჯაანის ჭადრაკის კლუბის
დირექტორმა, გია ქიტესაშვილმა განმარტა, უახლოეს მომავალში დათა
ყალაბეგაშვილი საქართველოს ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატი 8-დან 12 წლამდე მოჭადრაკეებს შორის 26 მაისს გაიმართება.
გამარჯვებულები მსოფლიო პირველობაზე ითამაშებენ.
მასალის გამოყენების პირობები