კალიფორნიის სასამართლომ გადაწყვეტილება ნონა გაფრინდაშვილის სასარგებლოდ მიიღო
იურიდიული კომპანია BLB ფეიბუქ-გვერდზე აქვეყნებს განცხადებას,
რომელშიც ნათქვამია, რომ კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა
Netflix-ის კინოინდუსტრიის მაგნატის შუამდგომლობა.
„იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა
გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში! მოსამართლე
ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის,
Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის
თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით. გილოცავთ ამ
გამარჯვებას!“-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, პირველი
ქალი, რომელმაც ვაჟთა შორის დიდოსტატის წოდება მოიპოვა - ნონა
გაფრინდაშვილი, უმსხვილეს კომპანია „ნეთფლიქსს“ მის მიმართ
შეურაცხყმყოფელი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ედავება და კომპანიის
წინააღმდეგ სამართლებრივი დავა აქვს დაწყებული აშშ - ში, კალიფორნიის
შტატში.
დავის საგანი გახდა, „ნეთფლიქსის“ მიერ 2020 წელს გადაღებული
მინი-სერიალი „ლაზიერის გამბიტი“, რომლის ერთ-ერთ სცენაში
გაჟღერებულია ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევების
დამაკნინებელი განცხადება.
კერძოდ, სცენაში, სადაც მთავარი პერსონაჟი მოსკოვის საერთაშორისო
ჭადრაკის ტურნირში ასპარეზობს საბჭოთა მამაკაცი მოჭადრაკის
წინააღმდეგ, კადრი გადადის მსახიობზე, რომელიც ასახიერებს ნონა
გაფრინდაშვილის როლს და ტურნირის კომენტატორი ამბობს შემდეგ
სიტყვებს:
„მათი სტანდარტებით ელიზაბეტ ჰარმონი (ფილმის მთავარი პერსონაჟი)
სულაც არაა მნიშვნელოვანი მოთამაშე. ერთადერთი უჩვეულო რამ მის
შესახებ, რეალურად მისი სქესია. და არც ესაა უნიკალური რუსეთში. იქ
არის ნონა გაფრინდაშვილი, მაგრამ ის ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონია და
არასოდეს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ“.
მასალის გამოყენების პირობები