სოფელ ძირკოკში ახლადგახსნილ საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში
ტრადიციული გრანდიოზული ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრი 4 წონით კატეგორიაში შედგა, რომელშიც საქართველოს ყველა
კუთხიდან ჩამოსული ფალავნები იღებდნენ მონაწილეობას. გურჯაანის
სპორტული გაერთიანების დირექტორის, გელა დალაქიშვილის თქმით, წონითი
კატეგორიების მიხედვით გამართული ასპარეზობის დამთავრების შემდეგ
არენა, აბსოლუტურ წონაში მონაწილე ფალავნებს დაეთმო, სადაც პირველობა
და "ჭედილა", შარშანწინდელი ტურნირის გამარჯვებულ, ბექა ბერძენიშვილს
ერგო.
„ წლევანდელი გრანდიოზული ტურნირი გამორჩეული იყო იმით, რომ შევქმენით
ახალი ინფრასტრუქტურა. გაკეთდა მინისტადიონი, ტრიბუნები, საჭიდაო
არენა, თავისი თანამედროვე ინფრასტრუქტურით , საშხაპეებით,
გასახდელებით, იყო ამ ობიექტის გახსნა და პლიუს დიდი ტურნირი. შეჯიბრი
ჩატარდა ოთხ წონით კატეგორიაში: 65, 75, 85 და აბსოლუტური.
წონების მიხედვით ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ:
65 კგ წონით კატეგორიაში
პირველი ადგილი - ჯაბა პაპინაშვილი
მეორე ადგილი - დავით ბახბახიშვილი
მესამე ადგილი - რობიზონ ფირანიშვილი
75 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი - მიხეილ ბახბახაშვილი
მეორე ადგილი - გიორგი პაპოშვილი
მესამე ადგილი - ერეკლე ოძელაშვილი
85 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი - გიორგი კაციაშვილი
მეორე ადგილი - კობა მჭედლიშვილი
მესამე ადგილი - დიმიტრი ქოჩილაიძე
მძიმე წონითი კატეგორია
პირველი ადგილი - ბექა ბერძენიშვილი
მეორე ადგილი - რატი დემეტრაშვილი
მესამე ადგილი - გიორგი ზაქარიაძე
გელა დალაქიშვილის თქმით, ფალავანს გადაეცა მედალი, დიპლომი და
საპრიზო თანხა 500 ლარი. დანარჩენ გამარჯვებულებს: მედლები, დიპლომები
და თასები. ამასთან ერთად, ჩემპიოებს გადასცეს, სამასი ლარი, ვერცხლის
პრიზიორებს - ორასი ლარი და ბრინჯაოს პრიზიორებს - 100 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები