გურჯაანელმა მოჭიდავეებმა ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო აიღეს
გურჯაანის სპორტკომპლექსში თავისუფალ ჭიდაობაში, ოთარ გოდერიძის
ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ჩატარდა.
მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის თქმით,
ასპარეზობაში 2005-2006 წლებში დაბადებული 150 სპორტსმენი
მონაწილეობდა.
„შეჯიბრი 12 წონით კატეგორიაში გაიმართა.მონაწილეობას იღებდნენ
საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ბავშვები. მსგავსი
ღონისძიება ჩვენთან პირველად ჩატარდა და ტრადიციულ სახეს მიიღებს.
გურჯაანელებმა ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და 6 ბრინჯაოს მედალი აიღეს.
გამარჯვებულები სპეციალური მედლებით, დიპლომებით და თასებით
დაჯილდოვდნენ.“
გურჯაანიდან: ოქროს მედალი მოიპოვა შალვა მინდორაშვილმა 63 კგ. წონითი
კატეგორია. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა თორნიკე ტურიაშვილი (მძიმე
წონითი კატეგორია) და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - გიორგი
მოსულიშვილმა (47 კგ), თორნიკე მოსულიშვილმა (57 კგ), გიორგი
ტუნკიშვილმა (35 კგ.), საბა ყანდიაშვილმა (42 კგ), მათე ბეჟიტაშვილმა
(23 კგ) და ზურა ჩახვაშვილმა (32 კგ.).
დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა:
26 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი - დაჩი კობახიძე (ყვარელი);
მეორე ადგილი - გიორგი მელქოშვილი (ყვარელი); მესამე ადგილი- დავით
მრევაშვილი (დიღომი) და მუსა მუთოშვილი (პანკისი)
29 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი - აბუბაქარ მღებრიშვილი -
(ახმეტა, პანკისი); მეორე ადგილი - დათო არაბული - (ახმეტა); მესამე
ადგილი - რამაზან ცისკარაშვილი (ახმეტა, პანკისი)
32 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი - თორნიკე ტორაძე
-(ყვარელი); მეორე ადგილი - ნიკა რუბანოვი (ხაბელოვის კლუბი); მესამე
ადგილი - ლუკა გიგანი (რუსთავი).
35 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- გოგა სარქისიანი -
(დიღომი); მეორე ადგილი - ჯემალ რასულოვი - (ყვარელი); მესამე ადგილი
- თენგო მდივანი - (ხაბელოვის კლუბი)
38 კგ. წონითი კატეგორია:პირველი ადგილი - მათე ჭუნაშვილი - (ყვარელი)
;მეორე ადგილი - დათა ნიორაძე - (ყვარელი); მესამე ადგილი- მათე
ბაიხოიძე- (ახმეტა) და შოთა ბაიხოიძე - (ახმეტა)
42 კგ. წონითი კატეგორია:პირველი ადგილი- გიორგი რეგვავა - (კლუბი
ლისი); მეორე ადგილი - საბა ბიბილაშვილი - (კლუბი ლისი); მესამე
ადგილი - ნოდარი თვალაშვილი - (ყვარელი)
47 კგ. წონითი კატეგორია :პირველი ადგილი- გიგა კუპრეიშვილი -
(დიღომი); მეორე ადგილი - ზეზვა შოშიტაშვილი - (დიღომი)
52 კგ. წონითი კატეგორია:პირველი ადგილი- სანდრო ყურაშვილი- (დიღომი);
მეორე ადგილი - დიტო ნოდია - (ლისი); მესამე ადგილი - იოვანე
კოკორაშვილი - (ყვარელი)
57 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ნიკა ცხვედაძე- (ლილო);
მეორე ადგილი- ლუკა სიხარულიძე- (ლისი)
66 კგ. წონითი კატეგორია: მეორე ადგილი- საბა დათუკიშვილი -
(ყვარელი); მესამე ადგილი- ნიკა ლოხიშვილი - (ლილო) და ამირან
მუთოშვილი - (პანკისი)
მასალის გამოყენების პირობები