გურჯაანის ნანა იოსელიანის და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო
სკოლაში, 8-10 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის კახეთის რეგიონული
ჩემპიონატი გაიმართა.
ჭადრაკის კლუბის მენეჯერის გიორგი ქიტესაშვილის თქმით, ტურნირი ორი
დღის განმავლობაში შვეიცარული სისტემით მიმდინარეობდა და მასში შვიდი
მუნიციპალიტეტის 42 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირს ჭადრაკის
დიდოსტატი ნანა იოსელიანი ესწრებოდა.
„ეს იყო შესარჩევი ტური ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ჩვენიდან
პირველობა არავის დაუთმო დათა ყალაბეგაშვილმა. მონაწილეობას იღებდნენ
შვიდი რეგიონის: თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის,
საგარეჯოსა და გურჯაანის წარმომადგენლები. პირველ მეორე ადგილზე
გასულები თბილისში გამართულ საქართველოს პირველ ლიგაში მიიღებენ
მონაწილეობას, რომელიც პირველიდან რვა მარტის ჩათვლით
გაიმართება.“
საპრიზო ადგილზე გავიდნენ:
გოგონები (8-წლიანები): პირველი ადგილი - მარიამ აგულაშვილი -
საგარეჯო; მეორე ადგილი - თეკლა ფეიქრიშვილი - საგარეჯო;
მესამე ადგილი - ნინი აგულაშვილი - საგარეჯო;
გოგონები (10-წლიანი): პირველი ადგილი - ნინი კორნაძე - თელავი ;
მეორე ადგილი -ანასტასია კევლიშვილი - საგარეჯო; მესამე ადგილი
-ანასტასია ბეგაშვილი - სიღნაღი;
ვაჟები (8 წლიანი): პირველი ადგილი - დათა ყალაბეგაშვილი - გურჯაანი;
მეორე ადგილი -ანდრია არუთინოვი - თელავი; მესამე ადგილი - საბრი
ფართლი - საგარეჯო;
ვაჟები (10-წლიანი): პირველი ადგილი - თამაზ თუშიშვილი - თელავი;
მეორე ადგილი -ნიკოლოზ ზირაქაშვილი - გურჯაანი; მესამე ადგილი - საბა
ჩაფიძე - გურჯაანი;
გამარჯვებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სპეციალური
დიპლომებით და მედლებით დააჯილდოვა. გურჯაანის ჭადრაკის სკოლის
მენეჯერმა გია ქიტესაშვილმა კი ტურნირის ყველა მონაწილეს, საკუთარი
სანერგე მუერნეობიდან სიმბოლურად, ხის ნერგები გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები