მარინა პეტრიაშვილი
უკვე ტრადიციად იქცა ლაგოდეხში ჰერეთის თასის გათამაშება ფეხბურთში, სადაც მხოლოდ გოგონები მონაწილეობენ. წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა `მართვემ~.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ პირველობაზე ტრადიციულად მონაწილეობენ ლანჩხუთის `გურიის~ და ქუთაისის `ტორპედოს~ გოგონათა გუნდები. `მართვემ~, როგორც დებიუტანტებმა კარგი თამაში აჩვენა და ივნისის თვეში ქ. ლანჩხუთში ერთ-ერთ ტრადიციულ ტურნირზე მიიწვიეს.
უნდა ითქვას, რომ ბადიაურის საჯარო სკოლა სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს. ამ სკოლის ბიჭების საფეხბურთო გუნდი, 2000-2001 წლებში დაბადებულ ბავშვთა შორის კახეთის პირველობაზე მონაწილეობდა და მეორე ადგილზე გავიდა. სწორედ ეს გუნდი გაემგზავრება აჭარაში, კერძოდ კი მონაწილეობას მიიღებს ქობულეთში შავი ზღვისპირეთის სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ ტურნირზე. სკოლის დირექტორი ბელა ხარებაშვილი იმედოვნებს, რომ კახელი ბიჭები ამ ტურნირზე თავიანთ სიტყვას იტყვიან. გარდა იმისა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად თამაშობენ ფეხბურთს და მიღწევებიც აქვთ, ისინი საუკეთეოს ქომაგებიც არიან. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდნენ 26 მაისს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართულ ტურნირზე, სადაც ერთმანეთს გორის საფეხბურთო ნაკრები `დილა~ და ზესტაფონის `ზესტაფონი~ დაუპირისპირდნენ. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში გამარჯვება გორის გუნდმა მოიპოვა ანგარიშით 4:1.
"ამ მატჩს, სპორტის მასწავლებელთან მალხაზ ნიჟარაძესთან ერთად, ჩვენც დავესწარით. ბევრი ჩვენგანისთვის, როგორც ფეხბურთის ქომაგებისთვის, 26 მაისს დებიუტი შედგა. ამ ტურნირზე წასვლას ექსკურსიის სახეც ჰქონდა, ამიტომ `დინამოდან~ სამების საკათედრო ტაძარში გადავინაცვლეთ. ბოლოს კი მშვიდობის ხიდსაც ვესტუმრეთ," _ გვითხრა ბადიაურის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანანო ათაბეგაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები