ყვარელში, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს
პირველობა გაიმართა, სადაც ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტმა მოჭიდავემ
მიიღო მონაწილეობა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წონითი
კატეგორიების მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა:
50 კგ.წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- გოგა ძიგუა
(სამტრედია);მეორე ადგილი- მახარე გელაშვილი (ხაშური); მესამე ადგილი-
გოდერძი ოსანაძე (აჭარა) და ალეკო ღოღობერიძე (აჭარა).
55 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- თეიმურაზ ვანიშვილი (გორი);
მეორე ადგილი- რამაზ თურმანიძე (აჭარა); მესამე ადგილი- რობერტ
დინგაშვილი (ყვარელი) და გოდერძი ძებისაშვილი (გორი).
60 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ედემი ბოლქვაძე
(სამტრედია); მეორე ადგილი- გელა ქოქიაშვილი (დედოფლისწყარო); მესამე
ადგილი- შმაგი თოდუა (სამტრედია) და ნიკა ბუშელაშვილი (ყვარელი).
66 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- მირზა სულუხია (ქუთაისი);
მეორე ადგილი- ივერიკო ჯულაყიძე (სამტრედია); მესამე ადგილი- მამუკა
ჩაჩუა (თბილისი) და გია ავალიანი (სამტრედია).
74 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ნიკა კენჭაძე (ამბროლაური);
მეორე ადგილი- გოგა მამიაური (თბილისი);მესამე ადგილი- არტსუნ
თარგამიანი (ნინოწმინდა) და თორნიკე კვინიკაძე (ხაშური).
84 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ზაურ ბერაძე (ხარაგაული);
მეორე ადგილი- მექი სიმონია (ქუთაისი); მესამე ადგილი- დემურ
მეგენეიშვილი (სამტრედია) და ჯემალ ჯაბიძე (ქუთაისი).
96 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- გივი მაჭარაშვილი (მცხეთა);
მეორე ადგილი- მოგელი მეზვრიშვილი (გორი);მესამე ადგილი- მარად ვანაძე
(აჭარა) და ბექა ჭელიძე (თბილისი).
120 კგ. წონითი კატეგორია: პირველი ადგილი- ზურიკო ურთაშვილი
(მცხეთა); მეორე ადგილი- ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი);მესამე ადგილი-
გიორგი ლომოური (თბილისი) და დავით კობახიძე (თბილისი).
აღნიშნულ ჩემპიონატში გამარჯვებული მოჭიდავეებით ჩვენი ქვეყნის
ახალგაზრდული ნაკრები გუნდი წლის უმთავრეს შეჯიბრებებზე ევროპისა და
მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასამგზავრებლად დაკომპლექტდება.
მასალის გამოყენების პირობები