ყვარელში საზოგადოებრივი აქცია სახელწოდებით "ყვარელი, მარათონი 2015" - მშვიდი თანაცხოვრებისათვის გაიმართა. მასში ათობით ახალგაზრდა მონაწილეობდა.
"დაახლოებით 150 - მდე მონაწილე იყო. რეგისტრაცია ადგილზე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, მარათონის ორგანიზებაში ახალგაზრდული საკრებულოს 26 წევრის გარდა 50-მდე მოხალისეც იღებდა მონაწილეობას. ისინი თავისი სურვილით დარეგისტრირდნენ და სხვადასხვა ფუნქცია მოვალეობები ეკისრებოდათ. პირველი ადგილი 21 წლის ემინი ჯიოევმა დაიკავა. მეორე ადგილი 15 წლის ზურა დენტოშვილმა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილი 17 წლის ლევან ჯუჯუშვილმა და 19 წლის ილია შუბითიძემ გადაინაწილეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ილია ძიუდოისტია და თბილისიდან სპეციალურად ჩამოვიდა მონაწილობის მისაღებად. ასევე დაჯილდოვდა ორი გოგონა სოფო იორდანიშვილი და ეკა ლეშკაშელი.
გამარჯვებულებს შესაბამისი ადგილისთვის განსაზღვრული მედლები, თასები და დიპლომები გადაეცათ. ყველა მოხალისეს ახალგაზრდული საკრებულოსგან მადლობის წერილები გადაეცემა."-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ყვარლის ახალგაზრდული საკრებულოს თავჯდომარემ ნიკა გურინმა.
მისივე თქმით, მარათონის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ახალგაზრდებისთვის გაწეული განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის ოთხი ადამიანი დასახელდა: ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია მზექალაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, ყვარლის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი გივი ზურაბიშვილი და ყვარლის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი თამარ ზურიაშვილი. მათ სპეციალური სიგელები გადასცეს. მარათონი, ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით (თავმჯდომარე ნიკა გურინი) და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით გაიმართა. ღონისძიების უსაფრთხოების მიზნით, ყვარელში დროებით გადაკეტილი იყო რამდენიმე ქუჩა და საზოგადოებრივ წესრიგს პოლიცია იცავდა.
მასალის გამოყენების პირობები