14 ოქტომბერს, ქალაქ დედოფლისწყაროს სპორტულმა დარბაზმა ანზორ (ფირუზ) მარტყოფლიშვილის სახელობის ტრადიციულ, რესპუბლიკურ შეჯიბრს უმასპინძლა ძიუდოში.
ანზორ (ფირუზ) მარტყოფლიშვილი საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს, საბჭოთა კავშირისა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, სპორტის დამსახურებული მუშაკი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.
წელს მისი სახელობის მე-14 ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქ. თბილისის ("ლიდერი", "ოლიმპიკი"), ყვარლის, გარდაბნის, მარნეულის, სიღნაღის, საგარეჯოს, მარტყოფის და დედოფლისწყაროს გუნდებმა. შეჯიბრი 1999-2000 წწ. დაბადებულთა შორის ჩატარდა.
ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: 50 კგ. წონით კატეგორიაში, I ადგილი- მარნეულელელმა ზურაბ ბეჟანიშვილმა დაიკავა, II ადგილი-ყვარლელმა სპორტსმენმა ავთანდილ წმინდაშვილმა აიღო, ხოლო III ადგილი დედოფლისწყაროელ გიორგი თინაშვილს ერგო წილად, III ადგილზე ასევე გავიდა მარტყოფელი სანდრო ძამაშვილი.
55 კგ. წ. კატეგორიაში: I- ამირან დარბაისელი(საგარეჯო), II- ალეკო კურტანიძე(ყვარელი), III- გიგლა უმფრიანი(თბილისის "აკადემია"), III- ელიზბარ ხერგიანი(მარნეული).
60 კგ. წ. კატეგორიაში: I- ნიკა კობაიძე (დ.წყარო), II- დიმიტრი გოჩელაძე (თბილისის "ლიდერი"), III-ნიკა ბასილაშვილი(საგარეჯო), III- ბექა ბუქური (დ.წყარო).
66 კგ.წ.კატეგორიაში: I-გუგა მღებრიშვილი (საგარეჯო), II-ნიკა ზვიადაური(დ.წყარო), III-სოსო მურადაშვილი (მარნეული), III-გიორგი ჯამასპიშვილი (მარტყოფი).
73 კგ.წ.კატეგორიაში: I-სოსო ებილაშვილი (მარტყოფი), II- ლაშა მათიაშვილი (საგარეჯო), III-ჯაბა ხაჭაპურიძე( თბილისის "ლიდერი"), III-გიორგი ხუციშვილი (თბილისის "ლიდერი").
73+ კგ. წ. კატეგორიაში: I-გიორგი ყარალაშვილი (თბილისის "აკადემია"), II- გიორგი გვილია (თბილისის "ლიდერი"), III- ბექა შპეგიშვილი (მარტყოფი), III-გიგა ბალარჯიშვილი (სიღნაღი).
გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებით, დიპლომებით და სპეციალური პრიზებით.
ტურნირი ჩაატარა საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ. ორგანიზატორი იყო დ.წყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები