19 სექტემბერს ლაგოდეხში „რანის" სტადიონზე „ბალიშების ფესტივალი-2015“ ჩატარდა.
აღნიშნული ფესტივლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის, ასევე საინიციატივო ჯგუფ, „ლაგოდეხის კრეატიული ახალგაზრდობის“ ერთობლივი პროექტია.
„ბალიშების ფესტივალზე“ წარმოდგენილი იყო 20-მდე სხვადასხვა სახალისო აქტივობა, ინტელექტუალური თამაშები და სხვა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზედობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის მედიასა და საზოგადოებასთან ურთირრთობის სპეციალისტის დავით ჭაბაშვილის ინფორმაციით, აქტივობებში გამარჯვებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელის პირველმა მოადგილემ გიორგი ბოკერიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ სარალიძემ, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის გავითარების ცენტრის დირექტორმა ივანე ხაჩიძემ, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის თანაშემწემ ვალერი ოღიაშვილმა, ლაგოდეხის კულტურის ცენტრის დირექტორმა აკაკი მჭედლიშვილმა და ლაგოდეხის მოსწავლე ახალგაზრდობის დირექტორმა მანანა გოზალიშვილმა სერთიფიკატებით დაჯილდოვეს. ფესტივალის დაგეგმვა-ორგანიზეაში ჯამში 60 ახალგაზდა იღებდა მონაწილეობას.
მისივე თქმით, მოხლისეები და ლიდერები სერთიფიკატებით ივანე ხაჩიძემ დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ ფესტივალმა მოლოდინს გადააჭარბა: "ეს იმ ახალგაზრდების დამსახურებაა რომლებიც 15 დღის განმავლობაში დღე და ღამე მოხალისეობრივათ მუშაობდნენ, საამაყოა რაიონისთვის ის ახალგაზრდები, რომლებმაც საორგაიზაციო ჯგუფთან ერთად ლომის წვლილი გაწიეს რათა ღონისძიება ძალიან ორგანიზებულად ჩატარებულიყო და ეს ასეც მოხდა, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტი ამ ახალგაზრდებს ყოველთვის მხარში დგომას ჰპირდება მსგავსი ფესტივალების, კონკურებისა თუ სხვა აქტივობების ჩასატარებლათ, ჩვენმა სამსახურმა ამ ბავშვებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას წინ და მე მჯერა რომ ასეც მოხდება".
ფესტივალი დააგვირგვინა ბალიშებით ბრძოლამ, რაშინ 200-ამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო კლუბური მუსიკისა და ცეკვის მოყვარულთათვის, საღამო სხვადასხვა ცნობილი დიჯეების რეპერტუარებმა გაალამაზა.
ჭაბაშვილის ცნობით, ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარამდე გამოიყო, რომელიც ინვენტარის შეძენასა და ბავშვების ტრანსპორტირებისთვის დაიხარჯა.
მასალის გამოყენების პირობები