20 ივნისს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზემო ქედის კულტურის სახლში, გაიმართა, ტრაგიკულად გარდაცვლილი ნიკუშა საბიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი, რიგით მესამე, ტრადიციული, რესპუბლიკური ტურნირი მკლაჭიდში.
ტურნირს სტუმრობდნენ ვახტანგ მუსელიანი-საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, აგრევთე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და ვიცე-ჩემპიონები. მემარჯვენეებში, 60 კგ წ. კ. პირველობა არ დათმო ზაზა ხუბაშვილმა(მცხეთა), მეორე ადგილზეა-ლაშა ქავთარაძე(ახმეტა), მესამეზე-ალექსი წიკლაური(არხილო).70 კგ.წ.კ. პირველ ადგილზეა საგარეჯოელი ირაკლი ზირაქაშვილი, მეორეზე--თენგიზ ნაცვლიშვილი(გურჯაანი), მესამეზე- ბერდია ჭინჭარაული(ახმეტა).80 კგ.წ.კ. პირველი ადგილი ერგო თორნიკე გიგაურს(თეთრიწყარო), მეორე--გიორგი არუთინოვს(სურამი), მესამე--ტარიელ გოგოშვილს(ზ.ქედი). 90 კგ.წ.კ. პირველია არხილოელი ზაზა კობაიძე, მეორე--გიორგი ხარებაშვილი(საგარეჯო), მესამე--გიორგი ზირაქაშვილი(საგარეჯო). მემარცხენეებში პირველი ადგილი დაიკავა დავით არაბულმა(ახმეტა), მეორე-გიორგი ურბეხაშვილმა(ახმეტა), მესამე--თორნიკე გიგაურმა(თეთრიწყარო). გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და მედლებით. გარდაცვლილი სპორტსმენის სახელობის ტურნირი 2013 წლიდან იმართება.
ნიკა საბიაშვილი, ილიას უნივერისტეტის სტუდენტი იყო. მან 2010 წლის უნივერსიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა მკლავჭიდში; "უნივერსიადა 2011"-ზე, მარჯვენა ხელით (80კგ) მესამე ადგილი დაიკავა. "უნივერიადა 2012"-ზე კი, ნიკუშამ ორივე ხელით იასპარეზე: მარჯვენა ხელით-მეორე, ხოლო მარცხენა ხელით მესამე ადგილი მოიპოვა 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ნიკა საბიაშვილი ცაცია იყო.
ნიკუშა საბიაშვილი 2013 წლის 15 მარტს ავტოავარიაში დაიღუპა. ავარია თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. დიდი სისწრაფით მიმავალი ბეემვეს მარკის ავტომანქანა, რომელსაც საბიაშვილი მართავდა გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ხეს შეეჯახა. გაირკვა, რომ ავტომანქანა გოგონას ეჯახებოდა და მძღოლმა აცილება სცადა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა.
დაშავებული რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა როგორც მისმა მეგობრებმა განაცხადეს, ნიკუშა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
მან შსს პოლიციის აკადემია დაამთავრა, რის შემდეგაც თბილისში, ერთ-ერთი განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები