ქართველი სამჭიდელები ხვალ უკრაინაში მსოფლიო ჩემპიონაზე საასპარეზოდ გაემგზავრებიან.
ძალისმიერ სპორტში მიმდინარე წლის 12-დან 18 მაისის ჩათვლით უკრაინაში რიგით 25-ე საიუბილეო ტურნირი გაიმართება, რომელიც უკრაინის ქალაქ ლუცკში ჩატარდება. ჩემპიონატში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 400-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ძალისმიერ სამჭიდში გარამთულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 20 მონაწილე ეყოლება, რომელთაგან ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი და რეკორდსმენი ველისციხელი გიორგი ბეროშვილია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 7 მაისს ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლების პრესკონფერენცია გაიმართა.
ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების პრეზიდენტმა ირაკლი ცხოვრებაშვილმა და ნაკრების წევრებმა “პრაიმ თაიმის” პრესსკლუბში მოსამზადებელ ეტაპსა და უკრაინაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრეს.
როგორც ცხოვრებაშვილმა განაცხადა, სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ: "გასულმა ევროპის ჩემპიონატმა და ჩვენი ნაკრების მომზადების დონემ დაგვანახა, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდი გვყავს".
"მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ქალბატონი - ლოლიტა გორეჯანიკი იასპარეზებს, დანარჩენი სპორტსმენები კი მამაკაცები იქნებიან. გვსურდა მეტი ქალბატონი სპორტსმენი გვყოლოდა, თუმცა ფინანასურად მეტს ვერ გავწვდით. ვაჟთაგან გიორგი ბეროშვილი, გიორგი გოგოლიძე, ჯიმშერ ჩხეტიანი, ავთანდილ ახვლედიანი და სხვა ძლიერი სპორტსმენები წარადგენენ ჩვენს გუნდს. მათი წარმატების იმედი გვაქვს, შესაძლოა, ყველა არაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, თუმცა ყველაფერი ღმერთის ნებაა”, - განმარტა ირაკლი ცხოვრებაშვილმა.
სპორტსმენებს ფინანსურად “ლიბერთი ბანკი”, აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტრო და სხვა ორგანიზაციები დაეხმარებიან.
მასალის გამოყენების პირობები