27 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში „საქართველოში დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის განვითარებისა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების" მიზნით პირველი შეხვედრა გაიმართა.
მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფი აერთიანებს საჯარო უწყებების, სპორტული ფედერაციების, სპორტული მედიცინისა და აკადემიური წრეების 30 წარმომადგენელს.
ექსპერტთა ჯგუფის ამოცანებს შორისაა ა) საქართველოში დოპინგის სფეროში არსებული ვითარების ანალიზი და დასკვნების შემუშავება; ბ) დოპინგის გამოყენების პრევენციის, აღმოჩენისა და მასთან ბრძოლისათვის შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება; გ) შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებისთვის წინადადებების შემუშავება (ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციისა" და „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" იუნესკოს საერთაშორისო კონვენციების დებულებათა გათვალისწინებით). ექპერტთა ჯგუფის საქმიანობის ვადა განსაზღვრულია 2015 წლის ბოლომდე (შესაძლო გაგრძელებით).
სამინისტროს ინფორმაციით, 2010-2014 წლებში ქართველი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების 26 შემთხვევა გამოვლინდა. ამ ინციდენტების გამო, ჯარიმის დასაფარად, საქართველომ საერთაშორისო სპორტული ფედერაციების სასარგებლოდ 100,000 აშშ დოლარი და 30,000 შვეიცარიელი ფრანკი გადარიცხა. ასევე, უნდა აღინიშნოს, ამ ინციდენტებით გამოწვეული სხვა ზიანი, რომელიც სპორტულ საზოგადოებას მიადგა, ჩვენი გათვლებით ასეულ ათას ლარს შეადგენს (სპორტსმენის მომზადებაზე გაწეული მატერიალური და არამატერიალური რესურსი).
როგორც სპორტის და ახალგაზრდომის საქმეთა სამინისტროში განმარტეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპის საბჭოს „დოპინგსაწინააღმდეგო კონვენციის" და „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" იუნესკოს საერთაშორისო კონვენციის შესრულების მიმართულებით, საქართველოს ანტი-დოპინგური პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭიროა სამართლებრივი სივრცის შექმნა და სხვა ღონისძიებების გატარება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის სპორტის სფეროში, მათ შორის დიპინგსაწინააღდმეგო პოლიტიკის მიმართულებით. ამ მიზნით, მიმდინარე წლის მაისში, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექპერტები ქართველ კოლეგებს ცოდნას და საუკეთესო პრაქტიკას გაუზიარებენ.
შეხვედრას დაესწრო სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია, საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ექპერტთა ჯგუფის კოორდინატორი - ანატოლი კორეპანოვი და სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი. შეხვედრის მონაწილეებმა არსებული ვითარების ანალიზი და შეფასება მოახდინეს და სამოქმედო გეგმა დაისახეს.
მასალის გამოყენების პირობები