24-26 აპრილს, ქალაქ თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში, ორჭიდში და წოლჭიმში ევროპის ღია ჩემპიონატი ჩატარდა.
ტურნირში მონაწილეობა ოცზე მეტი ქვეყნის 300-ზე მეტმა მონაწილემ მიიღო. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და წონით კატეგორიებში მიმდინარეობდა. სპორტსმენები ჩამოსულები იყვნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე რამდენიმე ათეული რეკორდი დამყარდა. რეკორდსმენებს შორის ქართველი სპორტსმენებიც არიან. ერთ-ერთი წარმატებული და ძიერი მოასპარეზე ველისციხელი გიორგი ბეროშვილი იყო, რომელმაც ახალი რეკორდი დაამყარა, საკუთარი რეკორდიც გააუმჯობესა და ევროპის ჩემპიონიც გახდა.
"125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მივიღე მონაწილეობა, ავწიე 285 კგ წონის სიმძიმე და დავამყარე ევროპის რეკორდი. ასევე ვეცადე ბოლო მისვლაზე 300 კგ ამეწია, რაც იქნებოდა ყველა დროის რეკორდი და საქართველოშიც ეს წინა საერთოდ არ აწეულა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დამაკლდა".
როგორც გიორგი ბეროშვილმა განგვიცხადა, მას ჩემპიონატზე საასპარეზოდ წაყვანილი ჰყავდა საკუთარი მოწაფე, ახაშენში მცხოვრები მიხეილ ბერიაშვილი, რომელიც ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა. ბერიაშვილმა 75 კგ წონით კატეგორიაში 135 კგ სიმძიმე აწია, წოლჭიმში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონობაც მოიპოვა.
აღნიშნულ ტურნირზე კვლავ წარმატებით იასპარეზეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნაკრების წევრებმა წოლჭიმში. ჯიმი ნანდოშვილმა, ბექა გელაშვილმა და შალვა ყარალაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს. ჯიმი ნანდოშვილმა 75 კგ. წონით კატეგორიაში რეკორდი მოხსნა.
გამარჯვებული სპორტსმენები მედლებით დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ დაჯილდოვდნენ.
"ამ ჩემპიონატის შემდეგ ვგეგმავთ ლიცენზია მოვიპოვოთ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე, რაც დამოკიდებულია მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტ ერბი ბეიკერზე. თუ მოგვცემს თანხმობას ჩატარდება მსოფლიო ცემპიუონატი, რომელსაც ასევე საქართველო უმასპინძლებს", -განაცხადა ჩემპიონატის ორგანიზატორმა ზურაბ თავართქილაძემ.
აღსანიშნავია, რომ ძალისმიერ სამჭიდში ამ მასშტაბის ტურნირი საქართველოში პირველად ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები