3 მარტს, ქალაქ ლაგოდეხის სპორტ-დარბაზში, ახალგაზდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ვახტანდ (ვატა) შიხაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეცამეტე ტრუნირნირი გაიმართა მკლავჭიდში.
ტურნირში მონაწილეობა როგორც ადგილობრივი ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ჩასულმა მკლავჭიდელებმა მიიღეს.
მკლავჭიდის ტურნირს ესწრებოდნენ: კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ზურა არსენიშვილი; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ბარბაქაძე; ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი ივანე ხაჩიძე; კახეთის მხდარის, რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი ქოქიაშვილი; მკლავჭიდის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი ვახტანგ მუსელიანი; ვახტანგ შიხაშვილის ძმა ნიკოლოზ შიხაშვილი; ვახტანგ შიხაშვილის ერთ-ერთი მწვრთნელი თამაზ ხიდიშელი და სხვადასხვა წონით კატეგორებში მონაწილე მკლავჭიდელები.
ტურნირზე გამარჯვებულთა შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
60 კილოგრამ წონით კატერორიაში. პირველი ადგილი - ზავრაშვილი ალექსი (გურჯაანი) მეორე ადგილი - გაბისიანი შალვა (თბილისი). მესამე ადგილი - ფრეწუაშვილი ალექსი (თბილისი).
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში: პირველი ადგილი - წერეთელი ნიკა (თბილისი); მეორე ადგილი - არაბული გელა (ახმეტა); მესამე ადგილი - ირაკლი ზირაქაშვილი (საგარეჯო).
80 კილოგრამ წონით კატეგორიაში: პირველი ადგილი - ოქროცვარიძე ზაზა (თბილისი); მეორე ადგილი - თაბაგარი ზაზა (თბილისი); მესამე ადგილი - სამუშია დავითი (ზუგდიდი).
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში: პირველი ადგილი - კბილაშვილი ვანო (თბილისი); მეორე ადგილი - ვასაძე გიორგი (თბილისი); მესამე ადგილი - ბაციაშვილი ბექა (გურჯაანი).
100+ წონით კატეგორიაში, ფულადი ჯილდო დააწესა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გენადი კვიკვინიამ, რომელშიც პირველი ადგილი ადიგენელმა ლუტიძე რევაზიმ აიღო -ჯილდო 300 ლარი; მეორე ადგილი - თაბაგარი ზაზა (თბილისი) 200 ლარი; მესამე ადგილი - სამუშია დავითი (ზუგდიდი) 100 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები