5 ნოემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან ერთად არასრულწლოვანი მსჯავრდებულები მოინახულა და მათ საჩუქრად სპორტული ინვენტარი გადასცა.
არასრულწლოვან პატიმრებს ასევე ეწვივნენ საქართველოს ეროვნული რაგბის ნაკრებისა და ტონგას ეროვნული რაგბის ნაკრების წევრები.
სპორტული ინვენტარისა და საფეხბურთო ფორმების გადაცემა „არასრუწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე ორი წელია, წარმატებით ხორციელდება და არასრულწლოვან და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მიმდინარე წელს პროექტი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: სპორტში აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა; არაფორმალური განათლების მიმართულებით ტრენინგ-სემინარების უზრუნველყოფა; პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფა; ინტელექტუალური, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებების, სწავლების, აქტივობების განხორციელება;
არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმდინარეობს რეგულარული საწვრთნელი პროგრამა ფეხბურთსა და რაგბში, მათ წვრთნებს კვირაში ორჯერ, პროფესიონალი მწვრთნელები უტარებენ. სწავლება მოიცავს ტრენინგების და ასაკობრივად შესაბამისი ფიზიკური დატვირთვის ვარჯიშების ორგანიზებას, განათლების უზრუნველყოფას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. ეტაპობრივად იმართება საშეჯიბროპრინციპითგუნდებსშორისთამაში.
არაფორმალური განათლების მიმართულებით მსჯავრდებულებთან ჩატარდა ტრენინგ-სემინარები ორი მოდულის მიხედვით: საგანმანათლებლო დებატების სწავლება და ,,ცხოვრებისეული ღირებულებებები ახალგაზრდებისათვის''. დაგეგმილია ტრენინგ-მოდულების განახლება ნოემბრის თვიდან. ტრენინგების განახლების სურვილი არასრუწლოვნებმა გამოთქვეს.
სახელობო სწავლების მიმართულებით მიმდინარეობს ხეზე კვეთის, ხის მხატრვული დამუშავებისა და მინანქარის ხელოვნების შემსწავლელი კურსები. ხეზე კვეთის შესმწავლელი კურსი მიმდინარეობს N11 სარებილიტაციო და რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.
სპორტული, სატრენინგო თუ სახელობო სწავლებისათვის საჭირო ინვენტარს და აღჭურვილობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.
აღნიშნული სწავლებებით ხელი ეწყობა მსჯავრდებულებთან უარყოფითი ჩვევებისა და არასრულფასოვნების კომპლექსის გააცნობიერებასა და დაძლევას, სწორი პიროვნული და სოციალური არჩევანის გააზრებას, ცხოვრებისეული მიზნების ჩამოყალიბებას, პროფესიული უნარ-ჩვევების ათვისებას ხეზე კვეთასა და მინანქარის ხელობაში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება მსჯავრდებულებისათვის კრიმინალური ცხოვრების ერთგვარი ალტერნატივის შეთავაზებას წარმოადგენს.
კიდევ ერთი საჩუქარი არასრუწლოვნებმა კომპანია „აისიდი ბორჯომი საქართველოსგან" მიიღეს. კომპანიის წარმომადგენლებმა დაწესებულების რაგბის გუნდს საჩუქრად რაგბის სპორტული ფორმები და აღჭურვილობა გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები