ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციამ ‘’ოქროს ბურთზე’’ წარდგენილ ფეხბურთელთა სია გამოაქვეყნა.
sportsmen.ge-ს ინფორმაციით, წლის მთავარი ჯილდოს პრეტენდენტები არიან:
გარეტ ბეილი - უელსი, ‘’რეალი’’
ქარემ ბენზემა - საფრანგეთი „რეალი“
დიეგო კოშტა - ესპანეთი, „ჩელსი“
ანხელ დი მარია - არგენტინა, „მანჩესტერ იუნაიტედი“
კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალია, „რეალი“
მარიო გოტცე - გერმანია, „ბავარია“
ედენ აზარი - ბელგია, „ჩელსი“
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - შვედეთი, „პსჟ“
ანდრეს ინიესტა - ესპანეთი, „ბარსელონა“
ტონი კროოსი - გერმანია, „რეალი“
ფილიპ ლამი - გერმანია, „ბავარია“
ხავიერ მასკერანო - არგენტინა, „ბარსელონა“
ლეონელ მესი - არგენტინა, „ბარსელონა“
ტომას მიულერი - გერმანია, „ბავარია“
მანუელ ნოიერი - გერმანია, „ბავარია“
ნეიმარი - ბრაზილია, „ბარსელონა“
პოლ პოგბა - საფრანგეთი, „იუვენტუსი“
სერხიო რამოსი - ესპანეთი, „რეალი“
არიენ რობენი - ჰოლანდია, „ბავარია“
ხამეს როდრიგესი - კოლუმბია, „რეალი“
ბასტიან შვაინშტაიგერი - გერმანია, „ბავარია“
ია ია ტურე - კოტ-დივუარი, „მანჩესტერ სიტი.“
სამი ფავირიტი ფეხბურთელის ვინაობა 1 დეკემბერს გახდება ცნობილი, გამარჯვებულს კი 12 იანვარს ციურიხში დააჯილდოებენ.
გასულ წელს „ოქროს ბურთი“ პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს გადაეცა.
ფიფამ ასევე 2014 წლის საუკეთესო მწვრთნელთა ვინაობაც დაასახელა. მათ შორის არიან: ჟოზე მოურინიო (პორტუგალია, „ჩელსი“), კარლო ანჩელოტი (იტალია, „რეალი“), ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრები), ხოსეპ გვარდიოლა (ესპანეთი, „ბავარია“), იურგენ კლინსმანი (გერმანია, ამერიკის ნაკრები), იოჰამ ლოვი (გერმანიის ნაკრები), მანუელ პელეგრინი (ჩილე, „მანჩეტსე სიტი“), ალეხანდრო საბელია (არგენტინა, არგენტინის ნაკრები), დიეგო სიმეონე (არგენტინა, „ატლეტიკო“), ლუი ვან გალი (ჰოლანდია, „მანჩესტერ იუნაიტედი“).
2013 წლის მწვრთნელი მიუნხენის „ბაიერნის“ იმ დორინდელი თავკაცი იუპ ჰაინკესი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები