დღეს, 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 119 წელი გავიდა, ხოლო
გარდაცვალებიდან - 70.
როგორც, წყარო მამულიშვილთა სავანე მოგვითხრობს, ნატო ვაჩნაძე
პოლონეთში კერძოდ ვარშავაში დაიბადა, ხოლო სწავლობდა თბილისის ქალთა I
გიმნაზიაში.
1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა "პრომეთეი"-ში და საქართველოს
იმ დროინდელ სხვა საწარმოებში; იყო მუსიკის მასწავლებელი; 1932 წელს
მუშაობდა მოსკოვში ასისტენტად ცნობილ რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტ ესთერ
შუბთან; 1934 წელს კვლავ თბილისშია;
პირველი როლი "არსენა ყაჩაღში" შეასრულა, ამას მოჰყვა ნუნუს როლი
ფილმში "მამის მკვლელი", ორივე ფილმი 1924 წელს გამოვიდა ეკრანებზე;
ამის შემდეგ დაიდგა ივანე პერესტიანის ორი ფილმი "სამი სიცოცხლე" და
"ჩვენი ქვეყნის რაინდი", სადაც აგრეთვე დიდი ოსტატობით ასრულებდა
მთავარ როლებს; მისი როგორც მსახიობის აღმასვლის შემდეგი საფეხური იყო
ფატის როლი ფილმში "ვინ არის დამნაშავე?"; არ შეიძლება არ აღინიშნოს
მის მიერ დიდი წარმატებით შესრულებული როლები კ. მარჯანიშვილის
ფილმებში "ამოკი" და "კრაზანა";
მან შექმნა ქალის დაუვიწყარი სახეები ფილმებში: "ქაჯანა", "სამშობლო",
"ხიდობნელი ქალიშვილი", "ის კვლავ დაბრუნდება", "აკაკის აკვანი",
"მწვერვალთა დამპყრობნი" და სხვა; მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა
კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა, მისი
ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში
ანშლაგებს ჰქმნიდა, თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი
დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად, მისმა პოპულარობამ
ქართული კინოსტუდია "სახკინმრეწვი" საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა;
საბჭოთა პერიოდის კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის
მეგავარსკვლავი.
დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, 1996 წლიდან საქართველოს
კინოხელოვნების აკადემიაში დაწესდა ნატო ვაჩნაძის სახელობის პრიზი -
"ნატო" (სხვადასხვა ნომინაციით).
შეგახსენებთ, რომ ნატო აღმოაჩინა იმ დროს ძალიან
ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა. ნატოს ფოტოსურათი
ბეკ-ნაზაროვმა რუსთაველის გამზირზე შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში
შეამჩნია. ამო ბეკ–ნაზაროვმა შაქრო ბერიშვილი გააგზავნა ნატოს
მოსაძებნად. მან გაიგო მისამართი და კითხვა-კითხვით მიაგნო გურჯაანში.
ბერიშვილმა ნატო სამსახიობო ნიჭზე შეამოწმა, ამღერა და აცეკვა.
თავიდან ვაჩნაძე კინოში მოღვაწეობაზე უარს ამბობდა, მაგრამ ბოლოს
მაინც დასთანხმდა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით ნატო
ვაჩნაძე ქართული კინოს ლეგენდად იქცა.
რა გახსოვთ ამ გენიალური მსახიობის შესახებ? ამის გადამოწმებაში ჩვენი
ტესტი დაგეხმარებათ.
მასალის გამოყენების პირობები