ჯანდაცვა
ყველა დაზღვეული მოქალაქე კლინიკას სურვილისამებრ შეარჩევს

ექსკლუზიური ინტერვიუ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან

"სპექტრის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გამოიკვეთა პრობლემები, რომლებიც კახეთის რეგიონში, ჯანდაცვის სფეროში არსებულ ვითარებას ასახავს. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ბატონ დავით სერგეენკოსთან. davit sergeenko2_ ბატონო მინისტრო, საყოველთაო ჯანდაცვასა და სოციალურ დაზღვევებზე 2013 წლის ბიუჯეტიდან ჯამში ხუთას ხუთი მილიონი ლარია გამოყოფილი. კონკრეტულად რა თანხაა განსაზღვრული თითეულ პროგრამაზე და რა კრიტერიუმის მიხედვით გადანაწილდა ფინანსები ასე, გასული წლებისგან განსხვავებით, რა პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს ეს დაფინანსება და დღეისათვის რა რეალური ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით? _ მთლიანად ჯანდაცვის ბიუჯეტი 635 000 000 ლარს შეადგენს. აქედან 505 000 000 არის საყოველთაო ჯანდაცვისა და მიზნობრივი ჯგუფების დაზღვევისთვის. დანარჩენი 130 000 000 სახელმწიფო პროგრამებისთვისაა განსაზღვრული.Oოცი ასეთი პროგრამა არსებობს. მაგალითად, დიაბეტის, ფსიქიატრიული, ინფექციური დაავადებების და ასე შემდეგ. წინა წლებს რომ შევადაროთ, ბიუჯეტი არის გაორმაგებული. გაორმაგებულია, როგორც სახელმწიფო პროგრამების, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით. თუ აქამდე დაზღვეული იყო სამიზნე პოპულაცია-სოციალურად დაუცველები, მოხუცები, ბავშვები, წელს დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. დავაზღვიეთ ის მოქალაქეები, რომლებიც არანაირი დაზღვევით არ სარგებლობდნენ. ასეთი იყო მინიმუმ 2 000 000 ადამიანი. _ თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული მოქალაქეები (პენსიონერები, სიღარიბის მიღმა მყოფი პირები და საყოველთაო დაზღვევის ბენეფიციარები) თავისი სურვილის მიხედვით ირჩევდნენ კლინიკას? _ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა მისთვის საჭირო სამედიცინო სერვისი მინიმალურ ვადაში მაქსიმალური ხარისხით მიიღოს. ზოგადად, ეს ძალიან მძლავრი ბერკეტია სამედიცინო სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც კონკურენციას უწყობს ხელს. მოხდა ისე, რომ წინა წლებში არსებული პროექტები, ნაწილობრივ ეხლაც გრძელდება (ვგულისხმობ, კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ ადმინისტრირებულ, მართულ პროექტებს, როდესაც ისინი სახელმწიფოს თანხებს განკარგავენ). თავიდან ამისი ლოგიკა იყო ის, რომ ყოფილიყო პაციენტების ნაკადის მიმართვა ამა თუ იმ კომპანიისთვის საინტერესო დაწესებულებისკენ. თუმცა, ძალიან მალე აღმოჩნდა, რომ ეს არღვევს ყველანაირ პრინციპს და რეალურ საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას. გადავწყვიტეთ, რომ საკითხის გადაჭრა ყველაზე გადაუდებელი დარგით დაგვეწყო, რასაც სასწრაფო დახმარება ჰქვია. შევქმენით ერთიანი მეთოდოლოგია. იმედი მაქვს, რომ ოქტომბრიდან უკვე დაინერგება საქართველოს მასშტაბით. ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ლოგიკა. პაციენტი უნდა მივიდეს არა იქ, სადაც მისგან ფინანსური ინტერესების მოლოდინი ექნებათ, არამედ იქ, სადაც ხარისხიან მომსახურებას გაუწევენ. _ მოგეხსენებათ, კახეთის რეგიონში რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის კუთვნილი სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს. იმ შემთხვევაში, როცა საჭირო ხდება პაციენტის გადაყვანა, ვთქვათ, წნორის "არქიმედეს" კლინიკიდან, გურჯაანის "ჯეოჰოსპიტალსში", კატასტროფის ბრიგადას იძახებენ მიმღები (ანუ გურჯაანის) კლინიკიდან, რაც დროში გაწელილი პროცესია და ლეტალური შედეგითაც კი მთავრდება. ეს არის ორგანიზაციის მენეჯერის გადაწყვეტილება, თუ ამას ჯანდაცვის სამინისტრო არეგულირებს? ან რატომ არ შეიძლება იმ კატასტროფის მანქანამ წაიყვანოს ავადმყოფი, რომლითაც ოპერატიულად მოხდება მისი გადაყვანა? _ განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე. ვთქვათ, არის ავტოსაგზაო შემთხვევა და რამდენიმე დაზარალებულია. მიდის სასწრაფო დახმარების ექიმი და ადგილზე სპეციალური მეთოდოლოგიით, ამას საველე ტრიაჟი ჰქვია, აფასებს პაციენტების სიმძიმეს და ეს ფასდება რაოდენობრივად, ქულობრივად. არსებობს პროტოკოლი, თუ როგორ უნდა მოიქცეს. თუ ავადმყოფს მაღალი ქულები აქვს, ის წნორში კი არ უნდა შეაბრუნო, შესაბამისი კლასიფიკაციით (ეს კლასიფიკაციაც უკვე შემოღებული გვაქვს), პირდაპირ უნდა წაიყვანო იმ დაწესებულებაში, სადაც ამ ქულობრივი სიმძიმის პაციენტს მყისიერ დახმარებას აღმოუჩენენ. პირველი, რისი შეცვლაც გვინდა, ტერიტორიული პრინციპია. დავუშვათ, წნორის სასწრაფოს არ შეუძლია გადაიყვანოს გურჯაანში და ამისთვის იძახებენ რეფერალურს,Aამას არცთუ ისე ნათელი და წმინდა მიზეზები აქვს. ეს ყველაფერი ხდება ბიუჯეტის ხარჯზე. ანუ სხვადასხვა სავადმყოფოში შემოტარება, ყველაზე ცოტა, არის დაუგეგმავი და არაორგანიზებული მუშაობა, რომლის უკანაც პოტენციურად შეიძლება რაღაც ინტერესთა კონფლიქტიც იდგეს. ამის შესახებ არა თუ საქმის კურსში ვარ, არამედ ესეთი შემთხვევების ქრონომეტრაჟი მაქვს შედგენილი, თუUრამდენად სწორად ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება.Aარანაირ სამედიცინო ლოგიკაში არ ჯდება ეს გაფორმება, სხვა საავადმყოფოში გადაყვანა. პირველი _ ეს არის საფრთხე პაციენტისთვის, მეორე _ სამედიცინო პერსონალისთვის ძალიან მაღალი რისკია და მესამე, ეს არის ფინანსების არაეფექტური ხარჯვა. არსებული სისტემა, ანტისისტემაა და ამის შეცვლას ვფიქრობთ ახალი, უნივერსალური მეთოდოლოგიის დანერგვით. სხვათა შორის, თბილისზე უკვე გავაკეთეთ. არის შესაბამისი ტერმინი _ მეფინგი, იგივე რუკაზე დატანა. ანუ, ვთქვათ არის გამოძახება და სასწრაფოს ექიმი ტრიაჟის ქულით მიიღებს გარკვეული სიმძიმის ავადმყოფს, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერი უკვე რუკაზევე ნახულობს და უახლოეს, შესაბამისი დონის სამედიცინო დაწესებულებას კარნახობს. ამ მეთოდოლოგიის და ამ ლოგიკის დანერგვა გვინდა იმისთვის, რომ მოიხსნას არა მარტო ეგ პრობლემა, არამედ დიდი ქალაქებისთვის უფრო მნიშვნელოვანი _ პაციენტის საავადმყოფოების კარდაკარ ტარება, პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი და პოტენციური კორუფციული გარიგებები. იმედი მაქვს, რომ ოქტომბერში დავასრულებთ, იმიტომ, რომ ამ თემაზე მუშაობა გასული წლის ნოემბრიდან დავიწყეთ.Eეს არის ლოგიკური და მრავალექსპერტიზა გავლილი მოდელი, არაფერს ახალს არ ვიგონებთ, ასე მუშაობენ მრავალი განვითარებული ქვეყნის ჯანდაცვის სისტემები. _ ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის რაიონულმა კოორდინატორმა პაციენტი ასეთი პასუხით გაისტუმრა: თუ სულ სხვაგან გაგაგზავნით გიჟები კი არ ვართ, კლინიკებს რომ ვაშენებთო. წინააღმდეგობაში არ მოვა თქვენი გადაწყვეტილება სადაზღვეოებთან, რომლებიც ამაში თანხას დებენ? _ ასეთი მასშტაბის ცვლილება შეიძლება განვიხილოთ გარკვეული რეფორმის ჭრილში. ნებისმიერი რეფორმა არის აქტიური ქმედება, ძალისხმევა რაღაცის შეცვლისაკენ. ელემენტარული საბუნებისმეტყველო კანონები გვეუბნება, რომ ქმედება უდრის უკუქმედებას. რამდენადაც ეფექტური იქნება ჩვენი რეფორმა, ანალოგიურ წინააღმდეგობას შევხვდებით.Eეს იქნება კერძო კომპანიების მხრიდან, სასწრაფო დახმარებიდან თუ სხვა სექტორიდან,Aმაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ. როდესაც სასწორის პინაზე ქმედება-უკუქმედებაზე დევს პაციენტის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თავისთავად ცხადია, პინა საითკენაც გადაიხრება. ჩვენ რისკები გათვლილი გვაქვს და ისეთ ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ, რომელიც ამოცანას ეფექტურად შეასრულებს. ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული ქმედება. _ ფაქტობრივად, მხოლოდ რამდენიმე მრავალპროფილურ რაიონულ საავადმყოფოებშიღაა შემორჩენილი თერაპიული განყოფილებები, ექიმების ანაზღაურება კი მიზერულია. დაახლოებით _ 300-400 ლარი, მაშინ, როცა ქირურგიული განყოფილების ექიმების ხელფასი 1000 ლარს სცდება. რის საფუძველზე ხდება ასეთი კლასიფიცირება და თუ იგეგმება ამ თემის გადახედვა? _ პირდაპირ გეტყვით, რომ ამ თემის გადახედვა იგეგმება. კერძო მეპატრონე, რომელსაც აქვს სამედიცინო დაწესებულება, სადაც მან გააკეთა ინვესტიცია და ეს ინვესტიცია უნდა დაიბრუნოს შემოსავლებით და მერე გავიდეს მოგებაზე, თავისთავად ცხადია, რომ ყოველთვის ორიენტირებულია მომგებიანი დისციპლინების განვითარებაზე. ასეთი ბევრია, ძირითადად ამბულატორიული სერვისები და გეგმიური ქირურგია. თერაპიული პროფილის განყოფილებები, ისევე როგორც რეანიმაციული განყოფილებები, ხშირ შემთხვევაში ფინანსურად მომგებიანი არ არის ხოლმე. ამიტომ, კერძო მეპატრონეს ურჩევნია, არ შეინახოს ასეთი განყოფილებები და პერსონალს ან ათავისუფლებს, ან დაბალ ხელფასს უხდის. ეს არის კერძო მართვის ერთ-ერთი დიდი უარყოფითი მხარე. თუმცა, კერძო მართვას ძალიან ბევრი დადებითი მხარეც აქვს. სახელმწიფოს მიდგომა ასეთ შემთხვევაში არის შემდეგნაირი: მაგალითად, მაღალმთიან რაიონებში, ან ტერიტორიულად მოშორებული რაიონების საავადმოფოებში ასეთი სამედიცინო დაწესებულებები ყოველთვის წამგებიანი იქნება. მოსახლეობის რაოდენობა მცირეა და დიდია მიგრაცია. ამ სიტუაციაში არამარტო თერაპიული, არამედ ნებისმიერი სხვა განყოფილება შეიძლება წამგებიანი და არასაინტერესო აღმოჩნდეს კერძო მმართველისთვის. სახელმწიფომ უკეთესად იცის თვლა და ანგარიში, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ შევინახოთ ასეთი სერვისები, რათა იმ რაიონის მოსახლეობას არ შევუქმნათ საფრთხე. ანუ, ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი მიდგომა. თვითონ ასეთი საავადმყოფოს მმართველები, მფლობელები გამოხატავენ სურვილს, რომ ეს დაწესებულებები გადავიდეს სახელმწიფო მართვაში. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს საჭირო სამედიცინო სერვისი. ასე, რომ, ეს საკითხი ამ ეტაპზე მსჯელობის სტადიას გადის, გადავანაწილებთ სერვისებს ისე, რომ პაციენტისთვის უსაფრთხო იყოს. _ ანუ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მაინც ადგილზე, მფლობელის მიერ ხდება? მუსირებს აზრი, რომ თითქოს თერაპიული განყოფილებების გაუქმება სამინისტროს ინიციატივით მოხდა. _ ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს გადაწყვეტილებას, სად რა სერვისები უნდა დაინერგოს, ან შემცირდეს. სამწუხაროდ, ყველასთან შეუთანხმებლად, ამას თვითონ მფლობელი აკეთებს. რიგ შემთხვევაში ამის შესახებ მათგან მივიღეთ წერილობითი შეტყობინება. ეს პროცესი სამინისტროსგან ინიცირებული არ ყოფილა და პირიქით, გულსატკენია, რომ ჯანდაცვის ობიექტებს ასე ექცევიან. _ დარგის გადახედვაზე რომ საუბრობდით, ამ შემთხვევაში მფლობელებთან ერთად გაივლით ამ თემებს, ხელფასის საკითხს? _ რა თქმა უნდა. რიგ შემთხვევაში მფლობელებს არც აწყობთ, რომ ასეთი მცირე მასშტაბების რაიონული საავადმყოფოები ჰქონდეთ. პირიქით, მათი სურვილია, ჩვენ გამოვისყიდოთ და მართვა განვახორციელოთ. ასეთი პროექტი იქნება რამდენიმე, მოლაპარაკების სტადიაშია და რაიონებს არ დავასახელებ, მალე გაიგებთ. უკვე მუნიციპალიტეტის მმართველებთან ერთად შევარჩევთ მართვის ოპტიმალურ მოდელს. ვფიქრობ, ჯობია ეს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მართოს, ჩვენ დავეხმარებით ძირითადი სტრატეგიის განსაზღვრაში, ხარისხის კონტროლსა და რეგულაციებში. _ რეგიონში არსებული კერძო კლინიკები, ადგილზე ატარებენ რთულ ოპერაციებს, რაც თავის მხრივ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა 900 ლარად ღირებული ოპერაციიდან მედპერსონალს მხოლოდ 1 პროცენტი ერიცხება, 1155 ლარიდან ზემოთ კი 1,5 პროცენტი, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს. ხომ არ იგეგმება ამ საკითხების გადახედვაც? _ კერძო და მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში, სახელფასო პოლიტიკას მთლიანად კერძო მმართველი განკარგავს. რა სამწუხარო მოსასმენიც არ უნდა იყოს ჩემი კოლეგებისათვის, სამინისტრო ამაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. უმრავლეს შემთხვევაში, ალბათ, ეს არალოგიკური განაწილებაა, უბრალოდ, ჩვენ არ ვართ ამის განმსაზღვრელი და უფლებაც კი არ გვაქვს, რომ ჩავერიოთ. _ ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამას სამი მიმართულებით (საპენსიო დაზღვევა, სოციალურად დაუცველი ფენის დაზღვევა და საყოველთაო ჯანდაცვა). ცნობილია, რომ თითოეული სადაზღვევო სისტემა თავისთავში სხვადასხვა პირობას მოიცავს. გეგმავს თუ არა ჯანდაცვის სამინიტრო აღნიშნული სადაზღვევო სქემის ერთ სტრუქტურაში მოქცევას, ანუ ყველა ბენეფიციარზე დაზღვევის ერთი და იგივე პირობების გავრცელებას? _ საბოლოო მიზანი არის ერთიან გადამხდელზე გადასვლა (ეს საბოლოო მიზანი რამდენიმე თვეში შესრულებული იქნება), ანუ, ჩვენი მიზანი იყო, რომ ქვეყნის ჯანდაცვა გადასულიყო საყოველთაო ჯანდაცვაზე. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების 100%-ს აქვს სამედიცინო მომსახურების საბაზო, ძირითადი პაკეტი. ეს უკვე შესრულდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. მიახლოებით, რომ წარმოვიდგინოთ საქართველოს მოსახლეობის ნახევარს, მათ ვინც არ შედის კატეგორიებში _ სოციალურად დაუცველი, ხანდაზმულები და ა.შ სადაზღვევო პაკეტს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უფინანსებს. რას მოიცავს ეს ჯანდაცვითი პაკეტი ნათლად არის გაწერილი. რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის მეორე ნახევარს _ 2 000 000 ადამიანს, მათ ჯანდაცვაში ასევე სახელმწიფო იხდის ფულს. განსხვავებაა ისაა, რომ ამ ეტაპზე თანხის მართვას და პროექტის ადმინისტრირებას კერძო სადაზღვეო კომპანიები ახორციელებენ. საბოლოოდ, მივდივართ ე.წ ერთიანი გადამხდელის მოდელზე, როდესაც სახელმწიფო მთლიანად იქნება ადმინისტრატორი, იმ თანხის სრული მმართველი, რაც ჯანდაცვაში იხარჯება. ამით უზრუნველყოფს უკლებლივ ყველა მოქალაქის ასივე პროცენტის საბაზო პაკეტით დაფარვას. სურვილის შემთხვევაში, კერძო სადაზღვევო კომპანიებს შეეძლებათ საბაზო პაკეტის ზევით განავითარონ კორპორაციული დაზღვევა. რაც შეეხება პაკეტის მოცულობას, პირველ ეტაპზე ყველასთვის ერთი არ იქნება. მაგალითად, ბავშვს, სოციალურად დაუცველს, მოხუცს _ მეტი დახმარება სჭირდება. შესაბამისად, ეს სხვაობა იქნება სამედიცინო ლოგიკით განმტკიცებული და ამის მმართველი იქნება სახელმწიფო. _ საყოველთაო დაზღვევით ოჯახის ექიმთან კონსულტაცია გახდა უფასო, თუმცა პაციენტს არ ეძლევა საშუალება ექიმი თავად აირჩიოს. სადაზღვევო კომპანია, სთხოვს განცხადების წარდგენას და არგუმენტების დასახელებს, თუკი პაციენტი სხვა ოჯახის ექიმის მომსახურებას ითხოვს. რატომაა გართულებული ეს პროცესი? _ საყოველთაო ჯანდაცვაში ოჯახის ექიმის არჩევანი არის თავისუფალი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ ოჯახის ექიმთან მივიდეს. თუ გადაიფიქრა, აზრი შეიცვალა, აღარ მოეწონა, შეუძლია მოიხსნას რეგისტრაციიდან და სხვაგან დარეგისტრირდეს. იგივე წესის გავრცელებას ვაპირებთ უკლებლივ ყველა მოქალაქეზე. ეს იქნება ასაკობრივი, თუ სოციალურად დაუცველი ჯგუფი. ყველას შეეძლება, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, როგორც ოჯახის ექიმის, ასევე საავადმყოფოს ექიმის ან სპეციალისტის შემთხვევაში. ეს მაშინ მოხდება, როდესაც პროექტის ადმინისტრირება მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა. _ როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს არტერიული ჰიპერტენზიის, ლეიკემიის და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამას. რამდენი ეტაპისგან შედგება და რას მოიცავს ეს პროექტები? _ C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა უცნობია, თუმცა არსებობს საერთაშორისოდ მიღებული ე.წ. პრედიქტორული ქულები, რომლითაც ვვარაუდობთ მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეიძლება ჰქონდეს ეს დაავადება. სავარაუდოდ, ეს არის 100-დან 200 ათასამდე ადამიანი. პირდაპირ ბიუჯეტზე რომ გავიდეთ, ეს არის ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის ბიუჯეტი, რომლის რეალიზაცია ამ ეტაპზე შეუძლებელია. ეს თითქმის იმდენია, რაც მთლიანად ჯანდაცვის ბიუჯეტი. რამდენიმე წლის წინ შეიქმნა ჯგუფი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებდა. ეს იყვნენ პაციენტები, რომლებსაც C ჰეპატიტთან ერთად, ჰქონდათ შიდსი, ან გადანერგილი ორგანო. სექტემბრიდან სახელმწიფომ დაიწყო მეორე გაფართოება. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დიაგნოსტიკაზეც და მკურნალობაზეც ზრუნავს სახელმწიფო. ამ პროექტმა საშუალება მოგვცა, C ჰეპატიტის სამკურნალო წამლის ფასი სრულიად მოსახლეობისთვის რამდენჯერმე გაგვეიაფებინა. შემდეგი ეტაპი, ანუ მესამე გაფრთოება 2014 წელს იქნება. ჩვენი გეგმით 2016 წლისთვის უნდა მივაღწიოთ C ჰეპატიტზე ისეთივე საყოველთაო მოცვას, როგორც შიდსზე, ტუბერკულოზზე, როცა ყველას მკურნალობს სახელმწიფო. რაც შეეხება ლეიკემიას, ორ უმძლავრეს სამედიცინო ორგანიზაციასთან დავასრულეთ მოლაპარალება. ერთ-ერთი მათგანი პიცბურგის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის ვიზიტი უკვე შედგა. დეკემბერში ველოდებით ჰარვარდის სამედიცინო სკოლის გუნდს, რომელთან ერთადაც მთლიან სტრატეგიას გავწერთ, არა მარტო ლეიკემიაში, არამედ ზოგადად ონკოლოგიაში. საბედნიეროდ, ლისის ტბის ონკოცენტრი უკვე სახელმწიფოს მართვაშია. მე ძალიან ოპტომისტურად ვარ განწყობილი, რომ ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესი გვექნება. მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც არტერიული ჰიპერტენზია, ანუ, მაღალი არტერიული წნევა, უფრო მეტ ადამიანს კლავს ვიდრე ნებისმიერი სხვა დაავადება. Aსაქართველოში ეს რიცხვი 63%-ს უტოლდება, მსოფლიოში კი _ 51%-ა. ანუ, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ყურადღების და ზრუნვის თემა. ამ დაავადებასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია უკვე გაწერილია, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.ეს არ არის მარტო ის, რომ მედიკამენტები მივცეთ. ეს არის სხვა უამრავი ფაქტორი. როგორიცაა მარილჭარბი მოხმარება, თამბაქო, ალკოჰოლი, ჭარბი წონა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ა.შ. ალბათ, უახლოეს მომავალში გავიტანთ ამ სტრატეგიას მთავრობის სხდომაზე, მოხდება მისი დამტკიცება და დავიწყებთ შესაბამის მოქმედებებს. _ საზოგადოებაში იყო იმის მოლოდინი, რომ მოვიდოდა ახალი ხელისუფლება და ყველაფერი რადიკალურად შეიცვლებოდა. მედიკამენტების გაიაფებასთან ერთად, მოსახლეობა და ისინიც, ვინც ფარმაცევტულ სექტორში (მცირე აფთიაქის მფლობელები) არიან, ფიქრობდნენ, რომ აღარ იქნებოდა მონოპოლია და გაყიდვები გაიოლდებოდა. ამ ეტაპზე ისევ არის კითხვის ნიშნები. ისევ არის პრობლემა. _ ეს არის შესრულებადი, უბრალოდ ძალიან მერიდება ხისტი გამონათქვამების, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეს ტევადი თემაა და სისტემურ, სტრატეგიულ ცვლილებებს საჭიროებს. არავის უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ ყველაფერი ერთი ხელის დაკვრით შეიცვლებოდა. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღისით დავიწყეთ ქმედება და უცბად გაქრა წამლები აფთიაქების დახლებიდან. შესწავლილია მრავალმხრივი რისკები. აქცენტი არის ხარისხის კონტროლზე. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში ჩვენს ექიმებს უყვართ არააუცილებელი წამლების გამოწერა. ეს სტრატეგია უკვე დასრულებულია და ამის შედეგებს თქვენც ნახავთ და ალბათ, პოსტფაქტუმ დამიჯერებთ, რომ ასეთი სახის სამუშაოს შესრულებას დრო სჭირდება, რაც არ ნიშნავს, რომ ამ ამოცანის გადაჭრა შეუძლებელი გახდა. ყოველთვის ვერიდები სამნისტროს მუშაობის წარმოჩენას, მაგრამ ნებისმიერი ინტერნეტწყაროდან შესაძლებელია მოძიება, რომ მსოფლიოში არსებული 274 ქვეყნიდან 2013 წლამდე უნივერსალური სისტემა მხოლოდ 32 ქვეყანას ჰქონდა და სულ რამდენიმე თვეში საქართველო გახდა 33-ე. ასე რომ, ყველაფერს თავის დრო და მასშტაბები აქვს. ზოგადად ჯანდაცვას იმედგაცრუება ახასიათებს, რაც არ უნდა შესთავაზო მოსახლეობას, მოლოდინი ყოველთვის უფრო მაღალია. _ უფრო კონკრეტულად რომ განვუმარტოთ მოსახლეობას, რას ნიშნავს 33-ე ადგილზე გასვლა? _ საყოველთაო ჯანდაცვა ნიშნავს, რომ სახელმწიფო იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რასაც ხარჯავს, ჯანდაცვაში მოიცავს მისი მოსახლეობის 100%-ს. არა დავუშვათ მხოლოდ ბავშვებს, მხოლოდ მოხუცებულებს, ან მხოლოდ სოციალურად დაუცველებს. საქართველო გახდა 33-ე ქვეყანა საყოველთაო, ანუ უნივერსალური ჯანდაცვის ქვეყნებს შორის. _ დასასრულს რამეს ხომ არ დაამატებდით, რამეს ხომ არ მაბარებთ კახელებთან? _ ახლა ყველაზე მეტად ვისაც უჭირს, სოფლის ექიმებს და სასწრაფოს, აი, მათ გადაეცით, რომ ძალიან მოკლე ხანში პირველ რიგში მათ პრობლემებს მოვაგვარებთ. ასე რომ, იმედიანად იყვნენ.

ინტერვიუ ჩაწერა მაია ყალაბეგაშვილმა მასალა მოამზადა ლანა გულოშვილმა

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც
ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით,
გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
16:22 / 31.07.2024
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ
განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც
მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
13:47 / 16.07.2024
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების
სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს,
მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და
თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში
სრულად უფინანსდება.
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
12:25 / 15.02.2024
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი
გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
12:21 / 14.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.