თამარ კაპანაძე
მოსახლეობის დიდი ნაწილი თირკმელკენჭოვან დაავადებებს უჩივის. მედიცინის გვერდისთვის ეს თემა სწორედ მკითხველთა თხოვნით შევარჩიეთ. ამ საკითხზე სასაუბროდ ,,გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსის‘‘ უროლოგს, მამუკა სააკაშვილს გაესაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სტატისტიკის მიხედვით, კახეთის რეგიონი თირკმელკენჭოვანი დაავადების თვალსაზრისით მაღალ რისკჯგუფს განეკუთვნება.
მედიკოსის თქმით, თირკმელკენჭოვან დაავადებებს ძირითადად ისეთი საკვები იწვევს, რომელშიც მარილის შემცველობა მაღალია. თირკმელში შეიძლება კენჭი მაშინაც ჩამოყალიბდეს, როდესაც შარდსაწვეთში თირკმლის მენჯიდან შარდის ნორმალური გადადინება არ ხერხდება. ამ დროს ხდება მარილის დალექვა, რაც შეიძლება კენჭად გარდაიქმნას.
_ რა სიმპტომები ახასიათებს თირკმელკენჭოვან დაავადებას?
_ როდესაც თირკმლის მენჯიდან, პატარა ზომის კენჭის გადინება ხდება შარდსაწვეთში, ამას თან ახლავს ძლიერი ტკივილი, რომელიც ხშირად მუცლის ტკივილში ერევათ. აქ არის ერთი პატარა დეტალი, რის მიხედვითაც ავადმყოფმა ეს ორი დაავადება ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს. მუცლის ტკივილს თან ერთვის ტახიკარდიაც, რაც თირკმლის დაავადების დროს არ აღინიშნება. ასევე შარდი არის შეფერილი. პაციენტს შეიძლება აღენიშნოს ღებინება, გულის რევის შეგრძნება, ძლიერი ტკივილის დროს გონების დაკარგვა.
_ როგორ უნდა მოხდეს მკურნალობა და დასაშვებია თუ არა თვითმკურნალობა?
_ დღევანდელი მედიკამენტები საშუალებას იძლევა, ორგანიზმიდან პატარა ზომის კენჭები გამოდევნოს. თუ დიდი ზომის მარჯნისფერ ქვებთან გვაქვს საქმე, მკურნალობა მხოლოდ ოპერაციას ექვემდებარება. ამ დაავადების ყველაზე საუკეთესო პრევენციაა ხშირი ვიზიტი ექიმთან. თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. მოსახლეობაში გავრცელებულია მოსაზრება, თითქოს ასკილის ნაყენი მარილების განდევნას უწყობს ხელს. პირიქით, ასკილის ჩაი ხელს უწყობს მარილების კენჭებად გადაქცევას. თუკი კენჭი მცირე ზომისაა, ამ დროს კარგია ლუდის მიღება. რადგან თვითმკურნალობა სხვადასხვა გართულებებს იწვევს, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.
მასალის გამოყენების პირობები