საქართველოში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევა
ოფიციალურად დადასტურებულია.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
ავრცელებს.
ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ინფიცირებულ პაციენტს ვირუსული ფორმის
მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ
მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.
აღსანიშნავია, რომ პაციენტს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
დაავადებულის კანტაქტებზე დაკვირვების შედეგად, ამ დროისთვის, არცერთი
კლინიკური ნიშანი გამოვლენილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები