მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი გავრცელდა. მეცნიერებმა ახალ
შტამს XE უწოდეს.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით Euronews-ი
ავრცელებს.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ ახალი შტამი ომიკრონის ორი-BA.1 და BA.2
შტამის კომბინაციისგან წარმოიშვა. სპეციალისტების პროგნოზით, ახალი
შტამი მეტად ინფექციური იქნება, ვიდრე ამჟამად გავრცელებული ომიკრონ
შტამი.
ვირუსის ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა, თუმცა ამ
ეტაპზე სხვა ქვეყნებშიცაა დაფიქსირებული, მათ შორის, იაპონიასა და
ინდოეთში.
არსებული ინფორმაციით, აპრილის დასაწყისში ახალი შტამით ინფიცირების
ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების შემთხვევები
გაზრდილია.
რიდინგის უნივერსიტეტის პროფესორ საიმონ კლარკის შეფასებით, ახალ
შტამზე დასკვნების გამოტანა ამ ეტაპზე ნაადრევია.
„ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ უნდა გამოვიკვლიოთ... მეცნიერები
ვერაფერს იტყვიან, სანამ ადამიანთა გარკვეული რაოდენობა არ
დაინფიცირდება“,-ამბობს „ევრონიუსის“ ჟურნალისტთან საუბარში საიმონ
კლარკი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია XE-ს შტამს მუდმივად აკონტროლებს და
აცხადებს, რომ მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
მასალის გამოყენების პირობები