გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსში კოვიდგანყოფილება აღარ იფუნქციონირებს.
როგორც speqtri.ge-ს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, გელა
ორველაშვილმა განუცხადა, კახეთის რეგიონში აღნიშნული განყოფილება
მხოლოდ დედოფლისწყაროში დარჩა.
"კოვიდდადებითი პაციენტების რაოდენობა ძალიან შემცირდა. გუშინ 18
ტესტი ავიღეთ და მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. ამიტომ
სახელმწიფომ გადაწყვიტა, სულ რამდენიმე კოვიდკლინიკა დაეტოვებინა.
რაც შეეხება ონლაინკლინიკას, ისევ რჩება. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად
ვმუშაობთ პოსტკოვიდურ კვლევებზე. ის, ვინც ჩვენს ონლაინ კლინიკაში იყო
დაფიქსირებული, ყველას ეკუთვნის პოსტკოვიდური კვლევები 30%-იანი
ფასდაკლებით.
კორონავირუსმა ყველა მიძინებული დაავადება გამოაფხიზლა. ზოგს რომ 20
წლის წინ სიმსივნეზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ახალი პრობლემა
გაუჩნდა. ძირითადად გართულებებია ფილტვებისა და გულ-სისხლძარღვთა
სისტემის მხრივ. ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, დაავადება იმასაც
გაუმწვავდა,"-აღნიშნა გელა ორველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები