საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე,
ვირუსით ინფიცირების 1 350 454 ლაბორატორიულად დადასტურებული
შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1 124 442 პირი გამოჯანმრთელდა,
გარდაცვლილია 15 300 ადამიანი. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით,
საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უწყებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შესაბამისი დავალება მისცა. კერძოდ,
ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე
იმსჯელებენ, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით.
საბჭოს წევრებმა განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური
მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% „ომიკრონის“
შტამზე მოდის, რომელიც ძირითადად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება,
შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ
იზრდება.
პაციენტების უმრავლესობა ბინაზე მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე კლინიკურ სასტუმროებში
იმყოფება 1 897 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6
082 პირი.
მასალის გამოყენების პირობები