ჯანდაცვა
ტუბერკულოზი განკურნებადია
ესაუბრა მარინა ბეროშვილი
IMG_2809ტუბერკულოზი ინფექციური, გადამდები დაავადებაა, რომელსაც მიკრობაქტერია (კოკის ჩხირი) იწვევს. ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს პრობლემაა. მე-20 საუკუნამდე, იგი პრაქტიკულად განუკურნებელი იყო. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მაღალია, წელიწადში 6 ათასამდე შემთხვევაა დარეგისტრირებული. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ფილტვებს აზიანებს. ინფექციის ძირითადი გადამდები წყარო ადამიანია. მისი გამოწვევი მიკრობაქტერია 9095%ის შემთხვევაში ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. აღნიშნული დაავადების შესახებ ექიმი ნონა იმერლიშვილი გვესაუბრება.
_ რა არის ტუბერკულოზი?
_ ტუბერკულოზი არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციური დაავადება. ყველაზე ხშირად გვხვდება ფილტვის ფორმა, თუმცა არის ფილტვგარეშე ფორმებიც: ბრონქიალური ჯირკვლების, თირკმლის, შარდსასქესო სისტემისა და ძვალსახსრის ტუბერკულოზი. ხშირად გართულების სახით შეიძლება იყოს პლევრიტი და ტუბერკულოზური მენინგიტი. ამათგან უფრო მეტად გადამდებია ფილტვის და ხორხის. არსებობს ტუბერკულოზის ორი ფორმა: სენსიტიური და რესიდენტული.
_ ძირითადად რა გზით ვრცელდება ეს დაავადება?
_ როგორც ვთქვით, ტუბერკულოზი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ინფექციის ძირითად წყაროს, სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში მიკრობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს გამოყოფს. გადადების ალბათობა განსაკუთრებით მაშინ არის მაღალი, როდესაც დაავადებულ ადამიანთან კონტაქტი დახურულ სივრცეში ხდება. ტუბერკულოზით დაინფიცირება შეიძლება მოხდეს აგრეთვე საკვებითაც. მაგალითად: ინფექცია, შესაძლოა, ორგანიზმში შეიჭრას აუდუღარი რძის ან რძის პროდუქტის მიღებისას. ასეთ შემთხვევაში ინფექციის წყაროს დაავადებული საქონელი წარმოადგენს. იშვიათად ტუბერკულოზური ინფექცია ორგანიზმში შეიძლება შეიჭრას კანისა და ლორწოვანი გარსის საშუალებით იმ დროს, როდესაც ის დაზიანებულია. ეს დაავადება გავრცელებულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. ჩვენთან ძირითადად ხდება ფილტვის ტუბერკულოზის კვლევა, ხოლო შემდეგი კვლევისთვის პაციენტი იგზავნება თბილისში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადების ეროვნულ ცენტრში.
_ რა სიმპტომები ახასიათებს მას?
_ ტუბერკულოზი თანდათანობით ვითარდება და სიმპტომებით სხვა დაავადებებს წააგავს. ამის გამო პაციეტი ყოველთვის პირველად ოჯახის ექიმს მიმართავს, მაგრამ თუ ხველა არის მშრალი, ზოგჯერ სისხლიანი ნახველით, ტკივილი გულმკერდის არეში, ოფლიანობა, სუნთქვის გაძნელება და დაბალი ტემპერატურა გრძელდება ორი კვირის განმავლობაში, ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოს ფტიზიატრს. თუმცა არ არის აუცილებელი ყველა სიმპტომი იყო გამოხატული, შეიძლება სახეზე იყოს ორი ან სამი ნიშანი. ამ დროს ხდება პაციენტის სრულყოფილი გამოკვლევა, ისმება დიაგნოზი და ხდება მკურნალობა. ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ ორ განსხვავებულ სტადიას: ინფიცირებას და დაავადებას.
_ რა შეიძლება გახდეს ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი?
_ ეს შეიძლება იყოს იმუნური სისტემის დაქვეითება, გაციება, არასაკმარისი კვება, ნერვიული სტრესი, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, მძიმე ფიზიკური შრომა, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ანუ ყველა ის ფაქტორი, რაც ადამიანის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას აქვეითებს.
_ როგორ ხდება გამოკვლევა?
_ ამ დაავადების დიაგნოსტიკა უტყუარად ითვლება, თუ ნახველში, შარდში, ქსოვილოვან სითხეებსა და ქსოვილებში აღმოჩნდება ტუბერკულოზის მიკრობაქტერიები. ყველაზე კარგია ნახველის ბაქტერიოსკოპიის გამოკვლევა. ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტომოგრაფიული გამოკვლევით, განსაკუთრებით კი კომპიუტერული ტომოგრაფიით. უტყუარი დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში კი იწყება მკურნალობა.
_ როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას?
_ ტუბერკულოზის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდიდან, უფრო დიდი უპირატესობა ენიჭება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიას. პირველ რიგში ავადმყოფმა უნდა დაიცვას რეჟიმი _ ეს არის წოლითი, ან სრული მოსვენებითი რეჟიმი. ავადმყოფი უნდა იწვეს ცალკე ოთახში. საკვები უკეთესია ლოგინში მიიღოს. დაავადების მწვავე პერიოდის გავლის შემდეგ დასაშვებია ჯდომაც. სეირნობა სუფთა ჰაერზე, გონებრივი მუშაობა. რეკომენდირებულია გაძლიერებული კვება. საკვები უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს. სითხის რაოდენობა დღეღამის განმავლობაში უნდა იყოს 1,5 ლიტრი. ავადმყოფს აუცილებლად ფტიზიატრმა უნდა უმკურნალოს. ტუბერკულოზი ინკურნება, მაგრამ საჭიროა მკურნალობის დროული დაწყება და აუცილებლად სრული კურსის ჩატარება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც
ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით,
გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
16:22 / 31.07.2024
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ
განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც
მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
13:47 / 16.07.2024
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების
სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს,
მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და
თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში
სრულად უფინანსდება.
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
12:25 / 15.02.2024
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი
გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
12:21 / 14.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.