სავალდებულო კოვიდტესტირება სკოლებში სწავლის დაწყების თარიღამდე გადავადდა
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით ცვლილება შევიდა „კორონავირუსით
გამოწვეულ ინფექციაზე სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ
პრიორიტეტულ პირთა ნუსხისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
განკარგულებაში.
საუბარია სავალდებულო ტესტირების გადავადებაზე ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში მომუშავე პირებისთვის.
„შ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირების ტესტირების ყოველ 14 დღეში
ჩატარების ვალდებულება გადავადდეს „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 71 მუხლის შესაბამისად საქართველოს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყების
თარიღამდე”, – ვკითხულობთ პრემიერის ბრძანებაში.
განმარტება თუ ვინ მოიაზრება „შ.ბ“ ქვეპუნქტში და რას ითვალისწინებს
მათი ტესტირების წესი: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე
პირები – ყოველ 14 დღეში ერთხელ დასაქმებულთა მაქსიმალური (100%)
მოცვით, მაგრამ არანაკლებ 20%-ისა (ტესტირების 20% უნდა ჩატარდეს პჯრ
მეთოდით, ხოლო დარჩენილი 80% – ანტიგენის სწრაფი ტესტით), გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც არსებობს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების
შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები სარგებლობენ
დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელით.
პრემიერის ბრძანებაში განმარტებულია რა შემთხვევაში ჩაუტარდებათ
სახელმწიფოს დაფინანსებით ტესტირება გამოცდებში მონაწილე პირებს.
“ერთიან ეროვნულ/საერთო სამაგისტრო/საგნის/უფროსი სპეციალური
მასწავლებლის გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსსა და საგნობრივი
და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე
მონაწილეობისთვის რეგისტრირებული პირები (გამოსაცდელები) საგამოცდო
ფურცლის წარდგენის შემთხვევაში”, – ვკითხულოობთ ბრძანებაში.
მასალის გამოყენების პირობები