დღეს გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში კორონავირუსის საწინააღმდეგო
ვაქცინაცია დაიწყო. ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის მრავალპროფილური ცენტრის
დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, ამ დღეისთვის 23
მედპერსონალია დარეგისტრირებული.
„ ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის მრავალაპროფილურ სამედიცონი ცენტრში
დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. გვაქვს 300 დოზა ასტრაზენეკას
ვაქცინა. უკვე ჩაწერილია 23 სამედიცინო პერსონალი. ისინი არიან ჩვენი
საავადმყოფოს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა სამედიცინო
კლინიკების თანამშრომლები. ჯერ მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის
ვაქცინაცია შემდეგ ალბათ მოსახლეობაც ჩაერთვება. ასეთი პროცესი დღეს
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყო, მათ შორის ჯეოჰოსპიტალსისს
ქსელის ყველა კლინიკაში. ვაქცინა დამტკიცებულია ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ და დარწმუნებული ვარ, თუ ვარგისიანი არ არის, არც
საქართველოს და არც სხვა ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი ასეთ
ვაქცინას არ შემოიტანს. თუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა არ
აიცრება, ჩვენი მომავალი ცუდად მეჩვენება. მე ვფიქრობ რომ არა მარტო
ჩვენი ჯანმრთელობისთვის, არამედ ქვეყნის წინსვლისთვის ეს
აუცილებელია.“
პირველი, ვინც ვაქცინა გაიკეთა, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული მიმართულების
ხელმძღვანელი, დეა ცაბუტაშვილი იყო.
„მე ავიცერი, განწყობა მშვენიერია. ვაქცინაცია ეს არის ერთადერთი გზა
და ხსნა, რომ დამარცხდეს პანდემია. მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას
აცრისკენ. ჩვენ ვიყავით და ვართ ფრონტის წინა ხაზზე და შესაბამისად,
რომ აღარ დავკარგოთ ახლობლები და კოლეგები, წარმატებით უნდა
განვახორციელოთ ეს პროცესი. “
შეგახსენებთ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყანაში 14 მარტს
შემოვიდა. ამ დროისთვის გურჯაანის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრს სულ
500 დოზა გადაეცა.
მასალის გამოყენების პირობები