უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის
უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში
კორონავირუსი კიდევ 2 501 ადამიანს დაუდასტურდა, 3 988 კი
გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 164 976
შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 137 499-ს
შეადგენს. გარდაიცვალა 1 540 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1325
მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია.
კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
მასალის გამოყენების პირობები