შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს,
ჩატარებული კვლევებით, Covid-19 დაუდასტურდათ. ამის შესახებ
ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 11 თანამშრომლიდან - 7 შემთხვევა საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი
სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა - მესტიის
მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო
პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის
პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა, -
თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე
დამაკმაყოფილებელია. ეპიდემიოლოგები მათ კონტაქტებს აქტიურად
იკვლევენ. შემხებლობაში მყოფი 20-ზე მეტი თანამშრომელი უკვე
გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრთან კოორდინირებით, კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება შინაგან
საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს მუდმივ
რეჟიმში უტარდებათ.
მასალის გამოყენების პირობები