შეზღდუდვები უფრო გამკაცრდება, მაგრამ ეს არ არის საგანგებო მდგომარეობის ფაზა - პრემიერის პრესსპიკერი
სამწუხაროდ, გადავდივართ ვირუსის გავრცელების ფაზაში, რაც ნიშნავს,
რომ გაიზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი , - ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა
განაცხადა.
მისივე განმარტებით, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არის
საჯაროდ აღიარებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და ასევე სხვა
ორგანიზაციებიდან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ არის
ფაქტები, როდესაც ამ გადაწყვეტილებებს არ ემორჩიელებიან ჩვენი
თანამოქალაქეები, რაც ქმნის საფრთხეს თითოეული მათგანისა და
სხვებისთვისაც.
„აუცილებელია დავექვემდებაროთ ყველა იმ შეზღუდვას, რომელიც არის
გამოქვეყნებული, დავიცვათ მაქსიმალური სოციალური დისტანცირება,
დავრჩეთ სახლში, რათა ყველა ერთად მოვერიოთ კორონავირუსს. “ -
განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიღო გადაწყვეტილება, რომ
კიდევ უფრო გამკაცრდება ზომები და შეზღდუდვები, რომელიც ჩვენს
ქვეყანაშია. „თითოეულ სამისნისტროს თავისი გამგებლობის სფეროს
მიხედვიღთ, თითოეულ სახელმწიფო უწყებას მიეცა ინსტრუქცია,
წარმოადგინოს ყველა იმ შესაძლო შეზღუდვის შესახებ, რომელიც შეიძლება
ამოქმედდეს უახლოეს პერიოდში. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ
ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, ეს არ არის საგანგებო
მდგომარეობის ფაზა, ეს არის შეზღუდვების გამკაცრება, რომელიც
მიმართულია პრევინციულ ღონისძიებებზე.“
საქართველოში კორონავირუსის პრევენციის მიზნით უკვე მოქმედებს არაერთი
შეზღუდვა. სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, საჯარო და კერძო
სამსახურები სწავლებისა და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იმყოფებიან.
აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა, კულტურული, სპორტული თუ სხვა
ღონისძიებები, რომელიც შეიძლება, რომ საზოგადოების თავშეყრის ადგილად
იქცეს.
მასალის გამოყენების პირობები