ჯანდაცვა
ჰეპატიტებით ინფიცირებულთა მკურნალობას სახელმწიფო არ აფინანსებს
ლანა გულოშვილი
ბოლო ათი წლის მონაცემებით საქართველოში, არაოფიციალური ინფორმაციით მხოლოდ ჩ ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია ინფიცირებული. დაავადების მკურნალობა დაახლოებით 20 000 ლარი ჯდება, რის შესაძლებლობაც პაციენტების უმრავლესობას არ აქვს. სახელმწიფო ძვირადღირებული მკურნალობის ნაწილობრივ დაფინანსებასაც ვერ ახერხებს. `გლობალ ფონდის~ პროგრამა კი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როდესაც შიდსით დაავადებულს პარალელურად C ჰეპატიტიც აქვს.
ჰეპატიტი სამედიცინო ტერმინია და ღვიძლის ანთებას ნიშნავს. არსებობს ჰეპატიტის შვიდი ტიპი, თუმცა ამათგან ძირითადად ოთხი ვირუსია გავრცელებული: A, E, B და ჩ. A და E ვირუსი წყლით, საკვებით და ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. B და C კი უშუალოდ სისხლით გადადის _ კანის საფარველის დაზიანებით, სილამაზის სალონებში არასათანადოდ გასტერილებული ინსტრუმენტებით, შპრიცით და სქესობრივი გზით. B და C ვირუსი ხშირია ნარკოდამოკიდებულებში. როგორც თელავის შპს `რაიონული საავადმყოფოს ინფექციონისტ-კონსულტანტთა ორგანიზაციის~ ხელმძღვანელმა შოთა რაინაულმა `სპექტრთან~ საუბარში აღნიშნა, სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საზიანოა B და Cვირუსები. "A და E ჰეპატიტები, რომელსაც ხალხი ბოტკინის სახელწოდებით იცნობს, განკურნებადია და თითქმის არ ტოვებს ქრონიკულ ფორმას. ამ ვირუსებს გართულებაც ნაკლებად ახასიათებს. თუმცაღა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ E ჰეპატიტით დაინფიცირება საშიში და ვერაგია ორსულთათვის. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ფატალური შედეგიც დადგეს და ადამიანი დაიღუპოს. რაც შეეეხება B ჰეპატიტს, 25-30% თვითლიმიტირებადი, ანუ თვითგანკურნებადია. მწვავე პერიოდის გასვლის შემდეგ ორგანიზმიდან გამოდის. ავადმყოფების დაახლოებით 65%-ში ქრონიკული დაავადების ხასიათს იძენს. ჩ ვირუსი კი, ხშირ შემთხვევაში, დაინფიცირების დღიდანვე ქრონიკულ ავადმყოფობად ითვლება. მხოლოდ 5-10%-შია შესაძლებელი ორგანიზმმა თავად გამოდევნოს," _ განმარტა შოთა რაინაულმა.
მისივე ინფორმაციით, B ჰეპატიტს შეძენისთანავე ახასითებს გამომჟღავნება, ადამიანი C ვირუსის მატარებელი კი, შესაძლოა, წლების განმავლობაში იყოს და ვერ გრძნობდეს. "B ვირუსით გამოწვეული ჰეპატიტი უფრო მანიფესტირებულად მიმდინარეობს, ე.ი. უფრო გამომჟღავნებადია. პაციენტს აღენიშნება სიყვითლე, ცხელება, ღებინება და სისუსტე. C ვირუსი იშვიათ შემთხვევაში გამოჩნდება კლინიკურად. ის პაციენტში თავიდანვე ქრონიკული დაავადების ფორმით გვხვდება. წლების განმავლობაში ადამიანი თავს პრაქტიკულად ჯანმრთელად გრძნობს და დაავადება მხოლოდ 10-15-20-30 წლის შემდეგ გამომჟღავნდება ხოლმე. იქ უკვე ღვიძლის შეუქცევადი დაზიანებები ვლინდება ციროზის, ფიბროზის ან სხვა გართულებების სახით," _ აღნიშნა ინფექციონისტმა. ჰეპატიტები მხოლოდ შეძენილი დაავადების სახით არ არსებობს, ის თანდაყოლილ ხასიათსაც ატარებს. "თუ ვირუსი მშობიარიდან ემბრიონზე გადავა, შეიძლება ბავშვიც ამ ინფექციით დაიბადოს. ამავდროულად, შესაძლოა, ჩვილი დაბადების მომენტში დასნეულდეს და არა მუცლად ყოფნის პერიოდში. თუ ნაყოფი მშობიარობის შედეგად დაინფიცირდება, ინკუბაციის პერიოდი ვირუსის შეჭრის დღიდან გამომაჟღავნების დრომდე ხანგრძლივია. ესაა მინიმუმ ექვსი კვირა, მაქსიმუმ 6-7 თვე. ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება, თუ გვეცოდინება, რომ დედა რომელიმე ჰეპატიტითაა ავად. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, მოვასწროთ პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. განსაკუთრებით თუ B ვირუსზეა საუბარი, რომელსაც აქვს აცრები," _ განმარტა შოთა რაინაულმა. როგორც ირკვევა, ჰეპატიტებით ინფიცირებულ პაციენტებზე სახელმწიფო პროგრამა არ ხორციელდება.
შოთა რაინაულის თქმით, მათი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით დაფინანსება ნაწილობრივადაც კი ვერ ხერხდება. "C ჰეპატიტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შევქმენით მედიაციის სამსახური. ჩ ჰეპატიტი იმიტომ შევარჩიეთ, რომ უფრო ვერაგი დაავადებაა, რადგან უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მეტი გართულებები აქვს. ვეცადეთ იურიდიული საფუძველი მოგვემზადებინა, რომ სახელმწიფოს ნაწილობრივ მაინც აეღო ვალდებულება ამ ვირუსით ინფიცირებული პაციენტების დაფინანსებაზე, მაგრამ ძვირადღირებული მკურნალობის ჩატარებაა საჭირო და ჯერჯერობით ეს პროექტი ჰაერშია გამოკიდებული. სამწუხაროდ, ვერც საერთაშორისო ორგანიზაციები დავაინტერესეთ. თუმცაღა იმ შემთხვევაში, როდესაც შიდსით დაავადებულს პარალელურად ჩ ვირუსიც აქვს, უკვე მოქმედებს "გლობალ ფონდის~ პროგრამა, რომლის საქმიანობაც წელიწადში 100-150 პაციენტის მკურნალობას ითავლისიწნებს," _ გვითხრა შოთა რაინაულმა.
ინფექციონისტის თქმით, ამ დროისათვის ჰეპატიტებით დაავადებულთა ზუსტი რიცხვობრივი მაჩვენებლები არ არსებობს. "მონაცემები გაფანტულია. რამდენიმე არასამთვრობო ორგანიზაცია ანალიზებს უფასოდ ატარებს როგორც შიდსზე, ასევე C ჰეპატიტზე. თუმცაღა ამ ინფორმაციის ერთად თავმოყრა უკვე წლებია ვერ მოხერხდა. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან პაციენტების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრებს მიაწოდონ. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამას არ აკეთებენ, რადგან ეს მათ მოვალეობაში არ შედის. ბევრი გამოკვლევებს ინკოგნიტოდ იტარებს. ასე რომ, მრავალი ფაქტორია, რის გამოც ზუსტი მონაცემები არ არსებობს," _ აღნიშნა მან.
დღესდღეობით მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების შედეგებით B ვირუსით ორ მილიარდზე მეტი, C-თი კი ას სამოცდათ მილიონამდე ადამიანია დაინფიცირებული. თუმცა, როგორც მედიკოსები ირწმუნებიან, ოცდამეერთე საუკუნეში ამ სენისგან განკურნება შესაძლებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების გადაწყვეტილებით, ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ 28 ივლისი გამოცხადდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში სხვადასხვა სახის აქციები გაიმართა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის `აივ პროფილაქტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში~ ფარგლებში მოეწყო მრგვალი მაგიდა, სადაც განიხილეს მკურნალობის ბარიერები და გაიმართა მომლოდინეთა სიის პრეზენტაცია. ღონისძიებაში პაციენტები, ამ სფეროშო მომუშავე ადამიანები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილებდნენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც
ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით,
გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
16:22 / 31.07.2024
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ
განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც
მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
13:47 / 16.07.2024
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების
სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს,
მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და
თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში
სრულად უფინანსდება.
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
12:25 / 15.02.2024
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი
გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
12:21 / 14.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.