ჯანდაცვა
სასწრაფო სამედიცინო დახმარება ორი მანქანის იმედზე
 მარინა პეტრიაშვილი
შ.პ.ს ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ერთი ავტომობილი კაჭრეთის ზონას ემსახურება, 2 _ გურჯაანს. თუმცა, მენეჯერის თქმით, არის შემთხვევები როდესაც ერთი მანქანით უწევთ მუშაობა. დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო მოსახლეობა ხშირად უკმაყოფილებას გამოთქვამს, თავის მხრივ საზოგადოების უპასუხისმგებლობაზე საუბრობს აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი.
ბოლო პერიოდში გაზეთ `სპექტრის~ რედაქციას სასწრაფო-სამედინო მომსახურებით უკმაყოფილო არაერთმა მოქალაქემ მიმართა. მათი თქმით, გამოძახების შემდეგ ბრიგადა დაგვიანებით ან საერთოდ არ მიდის. რამდენიმე დღის წინ, სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ნათელა დევდარიძეს, რომელსაც მაღალი წნევა და ჰაერის უკმარისობა ჰქონდა, სასწრაფო დახმარების გამოძახება დასჭირდა. თუმცა ოპერატორმა უპასუხა, რომ სულ ორი მანქანა ჰქონდათ, აქედან ერთი გაფუჭებული იყო, ხოლო მეორე სოფელ კარდენახში იმყოფებოდა გამოძახებაზე. ამიტომ ურჩია, უბნის ექიმისთვის მიემართა. "ძალიან ცუდად ვიყავი, ლამის გონება დავკარგე. ჩემმა მეუღლემ სასწრაფოში დარეკა და უთხრეს, რომ მხოლოდ ერთი მანქან მუშაობდა და ისიც კარდენახში იყო გამოძახებაზე. უთხრეს ამბულატორიის ექიმი მოეყვანა. ალბათ იცით, რომ ეს მომსახურება ფასიანია, სასწრაფოს გამოძახება კი _ უფასო. ექიმის ფული ნამდვილად არ მქონდა. მოგვიანებით ჩემი დისშვილი დაელაპარაკათ და კატეგორიულად მოსთხოვა, ჩემს დასახმარებლად მოსულიყვნენ. ამის შემდეგ თავად დაგვირეკეს და რამდენიმე ხნის შემდეგ მოვიდნენ კიდეც. პირველადი დახმარება აღმომიჩინეს და წასვლის წინ ისევ გამიმეორეს, რომ სხვა დროს მათთვის კი არა, უბნის ექიმისთვის მიგვემართა,"_ გვითხრა ნათელა დევდარიძემ.
როგორც `სპექტრმა~ გაარკვია სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის დაქვემდებარებაში სულ 5 მანქანაა, აქედან ერთი კაჭრეთის ზონას ემსახურება, 2 მწყობრიდან არის გამოსული და ორიც მუშა მდგომარეობაში. თუმცა შ.პ.ს ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერის მანანა ბერიკაშვილის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი მანქანით უწევთ მომსახურების გაწევა. "ჩვენ სამი ბრიგადა გვყავს, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში მორიგეობს. 2 _ გურჯაანში და ერთი კაჭრეთის ზონაში. ჩვენი ავტომობილები, მართალია ძველი არ არის, მაგრამ 24-საათიანი გრაფიკით დატვირთული მუშაობის გამო ხშირად ფუჭდება. ამის შესახებ სათანადო ორგანოებს ბევრჯერ მივმართეთ, მაგრამ ტრანსპორტი ძვირია და მისი ყიდვა უჭირთ. ეხლა ჯეოჰოსპიტალსი გვპირდება ახალი მანქანების შეძენას და ალბათ პრობლემა მოკლე დროში მოგვარდება," _ გვითხრა მანანა ბერიკაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში ისეთ გამოძახებაზეც უწევთ წასვლა, როცა სასწრაფო გადაუდებელი დახმარება სულაც არ არის საჭირო. "თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სასწრაფო უფასოა, რაიონში პირველადი ჯანდაცვა მთლიანად ჩვენზე მოდის და შესაბამისად ბევრი გამოძახება გვაქვს. ამ პირობებში მუშაობა ძალიან გვიჭირს. ყველა გამოძახება იმით კი არ არის გამოწვეული, რომ აუცილებლად გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, ქრონიკული ავადმყოფებიც კი ჩვენთან რეკავენ, რადგან უბნის ექიმთან მისვლა ეზარებათ. გამოძახებაზე შუაღამისას მისულებს ასეთი სიტუაციაც დაგვხვედრია: პაციენტს თერმომეტრი არ აქვს და სიცხეს გრძნობს, ან წნევის აპარატი არ აქვს და წნევა უნდა რომ დაიკონტროლოს. ამ დროს ისინი არ ფიქრობენ, რომ შეიძლება მათზე უფრო მძიმე ავადმყოფი სასწრაფო დახმარების გარეშე რჩება," _ განმარტა მანანა ბერიკაშვილმა.
მისივე თქმით, სოფლებში მაცხოვრებელ მოსახლეობას აქვს იმის საშუალება რომ ამბულატორიის ექიმს მიმართონ და ასეთ შემთხვევებში სასწრაფო აღარ გამოიძახონ. "საერთოდ განვითარებულ ქვეყნებში სასწრაფო მხოლოდ კატარტროფებს და ქუჩის შემთხვევებს ემსახურება. ოჯახში როცა ავადმყოფია, იქ შეიძლება სოფლის ექიმიც მივიდეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინოს. ამისათვის მას ყველა პირობა გააჩნია, აქვს პირველადი გადაუდებელი დახმარების მედიკამენტების ჩანთა, იგივე, რაც ჩვენ. სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა გურჯაანიდან ვთქვათ კარდენახამდე გადავა, იქ შეუძლიათ სოფლის ექიმი მიიყვანონ და ის ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს. თანაც ამას ერთი დადებითი მხარეც აქვს, მათმა ექიმმა უფრო უკეთ იცის რა აწუხებს თავის პაციენტს და მალევე გაერკვევა სიტუაციაში. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც უბნის ექიმს მიმართავენ, მაგრამ ის თვითონ ეუბნება სასწრაფო გამოიძახეთ, მე ვერ მოვალო," _ გვითხრა შ.პ.ს ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერმა მანანა ბერიკაშვილმა.
მან იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მედპერსონალი მიზერულ ხელფასს იღებს, მაშინ როცა სრული დატვირთვით მუშაობს. "ხელფასი ძალიან დაბალი აქვთ. ექიმის ანაზღაურება 350 ლარს შეადგენს, ექთანი 240 ლარს იღებს, მძღოლი კი _ 200 ლარს. ოცდაოთხსაათიან რეჟიმში გვიწევს მუშაობა, მარტო გასულ ღამეს 31 გამოძახება გვქონდა, აქედან 11 ჰოსპიტალიზაცია," _ აღნიშნა მან. მოსახლეობის თქმით, სასწრაფო-სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები ყოველთვის არსებობდა, არადა ისინი ვალდებული არიან საჭიროების შემთხვევაში მათ დროული და სათანადო დახმარება გაუწიონ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც
ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით,
გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
16:22 / 31.07.2024
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ
განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც
მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
13:47 / 16.07.2024
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების
სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს,
მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და
თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში
სრულად უფინანსდება.
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
12:25 / 15.02.2024
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი
გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
12:21 / 14.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.