„განიკურნე!“ – ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის
პროგრამის ფარგლებში ახალი კამპანია წამოიწყო.
მისი მიზანია, გამოვლინდეს C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ
კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ
მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად,
აუცილებელია სკრინინგი.
„იმ უპრეცედენტო პროექტში, რაც საქართველოში ხორციელდება პირველი
ეტაპი უკვე გავლილია. 40.000-მდე ადამიანი, ვინც იცოდა, რომ დაავადება
სჭირდა, უკვე ჩაერთო მკურნალობაში. ახლა არის საჭიროება, რომ აქტიურად
გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვისაც აქვს C ჰეპატიტი, მაგრამ არ იციან
ამის შესახებ. სწორედ ამიტომ იწყება ახალი ტალღა ,“ - განაცხადა დავით
სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე C ჰეპატიტის
ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული.
მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი
კურსი უკვე დაასრულა. მათივე ინფორმაციით, განკურნების მაჩვენებელი
საშუალოდ 98%-ს შეადგენს.
სკრინინგის ჩატარება შესაძლებელია შემდეგ ცენტრებში:
1. თბილისში, C ჰეპატიტის მართვის ცენტრში, (ფალიაშვილის 110);
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრში (NCDC) (ასათიანის 9).
2. კახეთში, NCDC -ის თელავის ლაბორატორია (ალადაშვილის 2).
3. ქუთაისში, ქუთაისის ზონალური ლაბორატორია (ოცხელის 2).
4. ბათუმში, NCDC -ის ლაბორატორია (ქათამაძის ჩიხი 4 (ბარცხანის
დასახლება))
5. გურიაში, NCDC -ის ოზურგეთის ლაბორატორია (თაყაიშვილის ქუჩა VI
შესახვევი 3)
6. სამეგრელო-ზემო სვანეთში, NCDC -ის ზუგდიდის ლაბორატორია (ზუგდიდი,
ჯანაშიას 8);ზუგდიდის C ჰეპატიტის მართვის ცენტრი (აღმაშენებლის
222);
7. ფოთში, NCDC -ის ფოთის ლაბორატორია (გურიის 6);
8. რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, NCDC -ის ამბროლაურის ლაბორატორია
(ამბროლაური, ბრატისლავა რაჭის 11)
9. სამცხე-ჯავახეთში, NCDC -ის ახალციხის ლაბორატორია (ახალქალაქის
გზატკეცილი);
10. შიდა ქართლში, NCDC -ის გორის ლაბორატორია (ცხინვალის გზატკეცილი
14)
მასალის გამოყენების პირობები