დღეს კახეთი-იონის სამედიცინო ცენტრში c ჰეპატიტის კაბინეტი
ოფიციალურად გაიხსნა.
ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
მოადგილე ვალერი კვარაცხელია, კახეთის გუბერნატორი ირაკლი
ქადაგიშვილი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი,
ექიმი-ლაბორანტი „კახეთი-იონის“ ვიცე-პრეზიდენტი ჟაკ სიმარი,
ბურგუნდიის საბჭოს წევრი და სამედიცინო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე
ერიკ ჟანწი და გურჯაანის თვითმმართველობის წარმომადგენლები
დაესწრნენ.
სტუმრები კახეთი-იონის მუშაობის პროცესს გაეცნენ და შესაბამისი
აპარატურით აღჭურვილი კაბინეტები დაათვალიერეს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განმარტებით,
პროგრამა ორი წლის წინ აპრილის თვეში დაიწყო და მასში უკვე დაახლოებით
38 ათასი ადამიანია ჩართული.
„ჩვენი მიზანია c ჰეპატიტის აღმოფხვრა საქართველოში. ეს არის
უნიკალური პროექტი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში
ხორციელდება. უნიკალური შედეგები გვაქვს, რადგან ძალიან ბევრი
განიკურნა. დიდი სურვილი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, მივაღწევთ, რომ
5 წლის თავზე c
ჰეპატიტით
დაავადებული ადამიანი უკვე აღარ იყოს. ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი
შრომა. კახეთში პირველი c ჰეპატიტის ცენტრი გაიხსნა. მოსახლეობას
შეუძლია მოვიდეს, ჩაიტაროს სკრინინგი და მკურნალობა. ბევრი ადამიანია
დაავადებული, რომელმაც არის იცის თავისი სტატუსის შესახებ. ჩვენი
მიზანია, ეს ადამიანები აღმოვაჩინოთ. მათ განკურნების 99%-იანი შანსი
აქვთ. “
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, ახლადგახსნილ ელიმინაციის ცენტრში
6 პაციენტი მედიკამენტურ მკურნალობაზეა, 25 კომისიის დასკვნას
ელოდება, ხოლო დაახლოებით 20 პაციენტი ანალიზებს იკეთებს.
„ამ ცენტრის მიზანი გახსნის დღიდანვე იყო ის, რომ კახეთის მოსახლეობას
შესთავაზოს სიახლეები და ის კვლევები, რაც მათთვის მნიშნელოვანია.
ელიმინაციის პროგრამაზე, ჩვენ საუბარი გვქონდა მინისტრის მოადგილე
ვალერი კვარაცხელიასთან და გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით
სონღულაშვილთან. სწორედ, მათი თხოვნა იყო, კახეთი რაც შეიძლება მალე
ჩართულიყო პროგრამაში. ჩვენც მოკლე დროში მივიღეთ ზომები, მოსახლეობის
საკეთილდღეოდ,“-აღნიშნა კახეთი-იონის გამგეობის თავმჯდომარე ერიკ
ჟანწიმ.
C ჰეპატიტის კაბინეტი რეგიონში პირველი სერვის-პროვაიდერი კლინიკაა.
ადგილზე პროგრამის ბენეფიციარები დიაგნოსტირების და მკურნალობის
კომპონენტებს მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები