საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შედის. ამის შესახებ დღეს
მთავრობის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
ცვლილებების თანახმად, 2013 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ საყოველთაო და
კერძო პაკეტების გამიჯვნა პირველად მოხდება.
“2013 წლის 1 ივლისის მონაცემებით, ბაზების განახლებამდე, კერძო
დაზღვევით სარგებლობდა 500 ათასამდე პირი ( 496 061 ). თუმცა შემდეგ
ნაწილი, ვისაც ამათუ იმ მიზეზით შეუწყდა კერძო დაზღვევა ( მაგალითად:
დაკარგეს სამსახური და ა.შ ) გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის
მხოლოდ მინიმალური პაკეტით მოსარგებლეები. ერთ ნაწილს კი, ვინც 2013
წლის 1 ივლისისთვის არ ფიქსირდებოდა კერძო დაზღვეულთა შორის და შემდეგ
აიღო პოლისი, ე.წ ორმაგი დაზღვევა გაუჩნდათ. შესაბამისად, დღის
წესრიგში დადგა 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არსებული სიების
განახლება. პროგრამის შემდგომი რეფორმირებისთვის და მისი ძირეული
მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს საყოველთაოს და არადაზღვეული
მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.“- განმარტა
მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, 120 ათასამდე პირს, ვისაც არ ჰქონდა კერძო
დაზღვევა და სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის მხოლოდ მინიმალური
პაკეტით-მიეცემა საშუალება, გახდეს საბაზისო პაკეტის მომხმარებელი.
მეორე მხრივ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ე.წ. საბაზისო პაკეტით
მოსარგებლეები, ნაცვლად 2013 წლის 1-ელი ივლისისა, ხდებიან 2017 წლის
1 იანვრის მდგომარეობით დაზღვევის არმქონე პირები. ანუ, ვინც ორმაგი
დაფინანსებით სარგებლობდა გაიმიჯნება და დარჩება მხოლოდ კერძო
დაზღვევის მფლობელი. მინისტრის თქმით, ყველა ეს ცვლილება მიმართულია
ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისთვის.
ის რომ 120 000- ადამიანი ფაქტობრივად საყოველთაო დაზღვევის გარეშე
იყო დარჩენილი, ამაზე speqtri.ge-მ
მასალა
გასული წლის ივნისში მოამზადა. ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი ლაშა
ნიკოლაძე ამბობდა, რომ ვითარება გადაიხედებოდა და ახალ რეალობას
მოერგებოდა.
მასალის გამოყენების პირობები