გურჯაანში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პილოტური პროგრამა დაინერგება
დღეს გურჯაანში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პილოტური
პროგრამის დანერგვის საკითხზე შეხვედრა მოეწყო.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა გურჯაანის
მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმები ესწრებოდნენ.
" დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლავთ გურჯაანის
მუნიციპალიტეტში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის განვითარება.
მოგეხსენებათ ეს პროგრამა უკვე 2011 წლიდან მთელს საქართველოში
მიმდინარეობს . ამ ხნის განმავლობაში მოცვის მაჩვენებელი ვერ სცილდება
სამიზნე ჯგუფების 10 პროცენტს. წელს სამინისტროს გადაწყვეტილებით
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ოჯახის ექიმებს დაურიგდება შესაბამისი
სავარძლები და საშვილოსნოს ყელიდან პაფტესტის ასაღები მასალა. მათ
საშუალება ექნებათ, პაციენტს ანალიზი ადგილზე აუღონ და შემდეგ
გამოსაკვლევად კახეთი იონის ლაბორატორიაში გადააგზავნონ. "- აღნიშნა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
სოფელ ვეჯინის ექიმი ელმირა ბეციაშვილი პროგრამას დადებითად აფასებს
და ამბობს, რომ ამით პაციენტთა მომართვიანობა საგრძნობლად
გაიზრდება.
"ოჯახის ექიმები თვითონ გავაკეთებთ პაპილომა ვირუსზე ანალიზს. ჩვენი
კაბინეტი აღიჭურვება სკრინინგ პროგრამისთვის საჭირო ინსტრუმენტებით.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანები
ანალიზის გასაკეთებლად, რაიონულ ცენტრებში წასვლას ვერ ახერხებენ. ამ
შემთხვევაში მათ ყოველგვარი ხარჯის გარეშე შესაძლებლობა ექნებათ
ანალიზი, ადგილობრივ ამბულატორიაში ჩაიტარონ. "
შეხვედრის დამთავრების შემდეგ ამირან გამყრელიძემ სოფლის ექიმების
შეკითხვებს უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები