ჯანდაცვა
წითელას ეპიდემიის რეალური საფრთხე
დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) მონაცემებით, ამ ვირუსული ინფექციით მხოლოდ წელს უკვე 3 000-მდე ადამიანი დაავადდა, წითელა კი 100%-ით გადამდებია. მედიკოსების განცხადებით, საქართველოში წითელას ეპიდემიის საფრთხე რეალურია. წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია: „აცერი და დაიცავი“ ფართო მასშტაბით დაიწყო. ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს სასწრაფოდ ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო აცრა. ჯეოჰოსპიტალსის გურჯაანის სამედიცინო ცენტრის პედიატრი ნაირა სეხნიაშვილი სპექტრთან აცხადებს, რომ შემოდგომის სეზონზე, მის უბანზე (ქალაქ გურჯაანის პირველი პედიატრიული უბანი) წითელას არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თუმცა აქვე განმარტავს, რომ მოქალაქეები არასწორ ინფორმაციას ფლობენ იმის შესახებ, თითქოს წითელა არის ე.წ. სახადი, რომელიც აღარ განმეორდება: „სახადი კი არის მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოიხდი და მორჩა. იმდენი გართულებები აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის, მხედველობის, გულისა და საშარდე სისტემის თვალსაზრისით, რომ პრევენცია ყველაფერს სჯობია. აცრის შემდეგ, დაავადების რისკი დაბალია, მაგრამ თუ მაინც შეგხვდათ მსუბუქ ფორმებში ჩაივლის“. პედიატრის ინფორმაციით, კალენდარულ გეგმაში ბავშვი უნდა აიცრას 1 წლის და 5 წლის ასაკში. „ეს არის გეგმიური აცრები, მარამ რადგან შარშან იყო მოზარდების დაავადების შემთხვევებიც, ამიტომაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოხდეს მოსახლეობის მასიური აცრა“. აცრებს სახელმწიფო აფინანსებს. ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა პრეკვალიფიცირებული. დაავადების კონტროლის ცენტრში განმარტავენ, რომ 90-იან წლებში დაავადებულთა უმრავლესობას პროფილაქტიკური აცრა არ ჩატარებია, რადგან მოშლილი იყო სამედიცინო სისტემა, შესაბამისად, ეს ადამიანები ადვილად ავადდებიან და ამ ვირუსს ავრცელებენ. „2008 წელს სახელმწიფომ დაიწყო კამპანია ამ ადამიანების ასაცრელად, თუმცა მხოლოდ 15% აიცრა. ამის მიზეზი მასმედიის მხრიდან გავრცელებული არასწორი ინფორმაცია იყო, რამაც მოსახლეობა აცრების მიმართ უარყოფითად განაწყო", - განაცხადა გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა. წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაიცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, ხასიათდება ცხელებით, ინტოქსიკაციით, სასუნთქი გზების კატარითა და ლაქოვან – პაპულოზური გამონაყრით. ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ, კატარალურ პერიოდში. ინფექციის გადაცემა ხდება ჰაერ – წვეთოვანი გზით. ერთეული (სპორადული) შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაავადების აფეთქება. წითელათი უხშირესად ავადდებიან ბავშვები; მოზრდილებს დაავადება იშვიათად აღენიშნება. ინკუბაციური პერიოდი 9 – 11 დღეა. ტემპერატურა მატულობს 38,5 – 39 გრადუსამდე, ვითარდება სინათლის შიში, კონიუნქტივიტი, სურდო, მშრალი მყეფავი ხველა; ავადმყოფის სახე ჰიპერემიულია. ლოყის ლორწოვან გარსზე, განსაკუთრებით კარიესული კბილების პირდაპირ, წვრილი, მოთეთრო, ზედაპირიდან ამოწეული წერტილების გაჩენა; ლორწოვანის აღნიშნული ცვლილება მოგვაგონებს მასზე ქინძისთავის მრავლობით ნაჩხვლეტებს. აღნიშნული სიმპტომი წარმოადგენს დიაგნოზის აბსოლიტურად ზუსტ მტკიცებულებას. კატარალური პერიოდის მე – 3 დღიდან მაგარ სასაზე ვითარდება ჰიპერემია და გაფაშრება. თავდაპირველად გამონაყარი ვრცელდება სახის კანზე და ყურების უკან, მე – 2 დღეს გამონაყარი ვრცელდება სხეულის ზედაპირზე და ზედა კიდურების უბნებზე; მე – 3 დღიდან გამონაყარი ვლინდება ქვედა კიდურებზეც. გამონაყარი შედგება 3 – 4 სმ დიამეტრის, მუქი ვარდისფერი, ზედაპირიდან ამოწეული მრგვალი ლაქებისგან, ადგილ – ადგილ გამონაყარი შეიძლება გახდეს შერწყმისადმი მიდრეკილი, თუმცა მაინც ინარჩუნებს თავის ლაქოვან – პაპულოზურ ხასიათს. განლეულ, დასუსტებულ დისტროფიკ ბავშვებში, გამონაყარმა შეიძლება მიიღოს მოლურჯო ელფერი. თერაპიის სპეციფიკური მეთოდები შემუშავებული არ არის; ძირითადია წოლითი რეჟიმი, ჰიგიენის დაცვა, სიმპტომატური საშუალებები. ბაქტერიული წარმოშობის გართულებების დროს - ანტიბიოტიკები. პნევმონიის, კრუპის, ნეცეფალიტის მკურნალობა ტარდება ზოგადი პრინციპებით. ავადმყოფთა ჰოსპიტალიზაცია ხორციელდება კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ჩვენების მიხედვით. სიკვდილის შემთხვევები წითელას დროს ძალზე იშვიათია და აღინიშნება ძირითადად წითელასმიერი ენცეფალიტის დროს. ბავშვებში აქტიური იმუნიზაცია ტარდება; წითელათი დაავადებულის იზოლირება საჭიროა არანაკლებ 5 დღით, გამონაყარის გაჩენიდან; დეზინფექცია საჭირო არ არის. http://youtu.be/0Onfm2czqhc
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც
ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით,
გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ გურჯაანში ფილიალს გახსნის, რომელიც ფუნქციონირებას თავისუფლების N12-ში დაიწყებს. კომპანიის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირები, მოსახლეობა აქციით ისარგებლებს.
16:22 / 31.07.2024
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ
განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც
მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიის ეროვნულმა საბჭომ განიხილა და მხარი დაუჭირა სამინისტროს ინიციატივას, რომელიც მედიკამენტების მიწოდების სქემის განახლებას ითვალისწინებს.
13:47 / 16.07.2024
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების
სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს,
მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და
თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში
სრულად უფინანსდება.
2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე - ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
12:25 / 15.02.2024
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი
გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა, მათ შორის 2 კახეთში - საგარეჯოსა და ყვარელში.
12:21 / 14.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 11 °C
img
საგარეჯო 7 / 10 °C
img
დ.წყარო 6 / 8 °C
img
სიღნაღი 8 / 13 °C
img
ლაგოდეხი 7 / 11 °C
img
ყვარელი 8 / 11 °C
img
თელავი 8 / 10 °C
img
ახმეტა 7 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.