ამერიკელი ექიმი ემანუელ დ’არქოუთი ებოლაზე ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.
-შეიძლება, ებოლა უბრალო ხელის ჩამორთმევით გადაგვედოს?
– აბსოლუტურად შესაძლებელია, თუნდაც ადამიანის ოფლით . თუმცა, როგორც დაკვირვებამ გვაჩვენა, ასეთი მარტივი გზით დაინფიცირების ძალიან პატარა რისკია. ძირითადად ებოლას ვირუსით ინფიცირდება ადამიანი, რომელსაც ხანგრძლივი კონტაქტი ჰქონდა ავადმყოფთან.
– დავაზუსტოთ, ვთქვათ, ხელზე მოგვხვდა დაინფიცირებული ადამიანის ოფლი, შემდეგ ეს ხელი მოვისვით თვალზე. ამ შემთხვევაში დაავადდება ადამიანი?
-დიახ. აგრეთვე დაინფიცირება შეიძლება მოხდეს არა უშუალოდ ხელით კონტაქტისას, არამედ, ებოლიანი ავადმყოფის ნახმარ ნივთზე ხელის მოკიდებისას, თუნდაც სკამის საზურგეზე შეხებისას. ასეთი ხელი თუ ადამიანმა მოისვა თვალზე, ან ჩაიდო პირში, დიდი რისკია დაავადების გადადების.
-კანიდან შეიძლება შეიჭრას ორგანიზმში?
-არა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანი გაგეჭრებათ.
-კანის გაჭრა ძალზედ ხშირია, აქვს თუ არა მნიშვნელობა გაჭრილის ზომას?
-რისკი ჭრილობის ზომის პროპორციულია.
-რამდენ ხანს ძლებს ებოლას ვირუსი ადამიანის სხეულზე მოხვედრისას?
-დაახლოებით 2 საათი. ეს უკეთესი შემთხვევაა, ვიდრე B ჰეპატიტი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაშია აქტიური, მაგრამ ამით თავს ვერ დავიმშვიდებთ, დაავადებული ხალხის დიდ ნაწილს ებოლას ვირუსი უბრალოდ, სკამის მეშვეობით შეხვდა, რომელზეც მანამდე ებოლიანი ადამიანი იჯდა. ასე, რომ ტაქსით მგზავრობისასაც არის რისკი ებოლას ვირუსის სხეულზე მოხვედრის.
-მართალია, რომ ებოლა გადამდები არ არის ინკუბაციის 21 დღიან პერიოდში?
-დიახ, ადამიანი ,მხოლოდ მაშინ ავრცელებს ვირუსს, როცა მას დაავადების სიმპტომები ეწყება.
– მწერები არიან ვირუსის გადამტანები?
-არა, არ არიან
-სიმართლეა, რომ ებოლას ვირუსი ვერ უძლებს ყინვას?
-საუბედუროდ, არაა სიმართლე. ის ადამიანის თბილ სხეულზე ცხოვრობს,
-შეიძლება გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა დააინფიციროს სხვა ადამიანი , ვთქვათ, სექსუალური კონტაქტისას?
-კი, იყო შემთხვევა, როცა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა 3 თვის მერე დაავადა სექსუალური პარტნიორი.
-საინტერესოა, ებოლას ვირუსის გადადების რისკფაქტორები თუ არსებობს. ასაკი, იმუნური სისტემა, წონა და ა.შ.?
-რა თქმა უნდა, ძლიერი იმუნური სისტემა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების რისკს, ასაკს რაც შეეხება, ჯერ კარგად არ არის შესწავლილი, თუმცა მკურნალობას ძნელად ექვემდებარებიან ძალიან ახალგაზრდები და ასაკოვანი ადამიანები.
მასალის გამოყენების პირობები