საზოგადოება
ზურაბ დანელიშვილი სიხისტესა და სირბილეს შორის არჩევანს სიხისტეზე აკეთებს
"სპექტრი" ერთგულ მკითხველს ახალ რუბრიკას სთავაზობს. თითოეულ ნომერში საშუალება გექნებათ წაიკითხოთ ინტერვიუ იმ ადამიანებთან, რომლებიც რაიონულ დონეზე პოლიტიკურ, თუ აპოლიტიკურ ამინდს ქმნიან. ადამიანებზე, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და მუნიციპალიტეტის მართვაში გარკვეულ როლს თამაშობენ. შევეცდებით ისინი საზოგადოებას სხვა კუთხით გავაცნოთ. რუბრიკის პირველი სტუმარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ დანელიშვილია.

-ფიქრობთ, რომ ზურაბ დანელიშვილი ამ ეტაპზე იქ არის, სადაც უნდა იყოს, ანუ თქვენთვის მისაღები პოზიცია გიკავიათ?
-ამჟამად რა თანამდებობაზეც ვიმყოფები, ჩემთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია. დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. შემიძლია უფრო მეტი, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის პრეტენზია არ მაქვს.

-ხომ არ აპირებთ განაცხადი შეავსოთ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე?
-ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ. სწორედ იმ წინა კითხვის პოზიციიდან გამომდინარე.

-ბატონო ზურაბ, როგორ ფიქრობთ, დღეის მდგომარეობით გამგეობაში ბევრი არაკვალიფიციური კადრია?
-საქმე იმაშია, რომ გამგეობის თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი ძველი ხელისუფლების დროსაა დანიშნული. მე არ ჩავეძიები რა პირობებში, როგორ დაინიშნენ. ფაქტია, რომ როდესაც ჩვენ მოვედით კადრები ბევრგან შეიცვალა, მაგრამ ყველაზე ნაკლებად-გამგეობაში. შესაბამისად, გამგეობაში 90% ძველი თანამშრომლებია. მათ ნაწილს ნამდვილად კარგი კვცალიფიკაცია გააჩნია. შეუძლებელია ვთქვათ, რომ ერთნაირად ძალიან კარგი კადრი გვყავს, ან ძალიან ცუდი. ეს ყველა დაწესებულებაში ასეა და ასე იქნება ყოველთვის, მაგრამ ხელმძღვანელობამ გაუმჯობესებაზე უნდა იფიქროს. კანონშიც ამიტომაა ჩადებული საჯარო მოხელეების კონკურსის წესით დანიშვნა.

-ამბობენ, რომ ხისტი ადამიანი ხართ, ეთანხმებით ამ შეხედულებას?
-არ მოგატყუებთ, ნამდვილად ასეა. ზოგს უფრო მკაცრადაც კი უთქვამს ძალიან ჯიუტი ხარო. როდესაც ვთვლი, რომ რაღაც არის სწორი, აზრი ბოლომდე უნდა დავიცვა. ამ დაცვაში ჩემი ეს პოზიცია შეიძლება ვინმეს სიხისტედაც მოეჩვენოს. ამ სიტყვას ქართულ ენაში აქვს ანტონიმი. ე.ი რბილი. გამოდის, რომ თუ არ უნდა ვიყო ხისტი და თუ ცუდია სიხისტე, მაშინ რბილი უნდა ვიყო. მაგრამ თუკი ადამიანზე იტყვიან რბილი პოლიტიკოსია, ანდა რბილი საჯარო მოხელე, ეგეც ნაკლად აღიქმება. ამიტომ მირჩევია ხისტი ვიყო.

-როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თქვენს მეუღლეს (ქალბატონ მარინას) სურდა გაზეთ "გურჯაანის" რედაქტორობა, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში ხელი თქვენ შეუშალეთ. თუ ეს სიმართლეა, რატომ არ მიეცით ამის საშუალება?

-როდესაც ამ საკითხზე იყო საუბარი, ჩემი უარყოფითი პოზიცია დავაფიქსირე, როგორც გამგებლის მოადგილემ. ეს სხვებმა შემომთავაზეს, მე თავად კი არ დამიყენებია საკითხი, მაგრამ როგორც საჯარო მოხელემ, ვთქვი, რომ ამჟამად ეგ გამორიცხულია.იმის მიუხედავად, რომ ბევრი და მათ შორის მეც, ვთვლი, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია მუშაობს ამ გაზეთში და აქვს ისეთი გამოცდილება, რომ ალბათ იმსახურებს კიდეც ამ თანამდებობას, ამ ეტაპზე სწორი არ იქნებოდა. როდესაც საჯარო მოხელე ხარ, გიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეიძლება პიროვნულად შენთვის საზიანო იყოს.

-გიყვართ ცხოველები, კატები?
-დიახ მიყვარს, კატებიც, ძაღლებიც. ამ კითხვაზე ცოტა სხვანაირად გიპასუხებთ. ძალიან ბევრი ამბობს, ადამიანის უფლებების დამცველი ვარო. ბაჩო ახალიაც, გიგა ბოკერიაც ადამიანის უფლებების დამცველები იყვნენ თავის დროზე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ უფლებების დაცვა პროფესია არაა. ეს სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული. ადამიანს შინაგანად უნდა ჰქონდეს სხვისი უფლებების დაცვის სურვილი. ადამიანის სულში უამრავი სისასტიკეა, მთავარია, როგორ გადალახავს ამას. რაც მეტად გადალახავს, მით უფრო ადამიანური გახდება. დაუცველ არსებებსაც სიყვარულით უნდა მოექცეს კაცი. მათ კიდევ მეტად სჭირდებათ დაცვა, რადგან წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლიათ.

-ზურაბ დანელიშვილი უფრო კარგი პოლიტიკოსია, თუ საჯარო მოხელე?

-არჩევნებამდე პოლიტიკაში ვიყავი. არჩევების შემდეგ საჯარო მოხელე ვარ. ამ ორ ცნებას შორის მიმართება ერთი და იგივეა. თუ პოლიტიკაში ხარ, თავისთავად იგულისხმება, იბრძვი იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე. როდესაც თანამდებობაზე ხარ, უნდა იფიქრო, რომ ადრე თუ გვიან ამ პოსტს დატოვებ და ალბათ ისევ პოლიტიკაში წახვალ. ნორმალურ ქვეყანაში ასე ხდება. ახლაც კი, როდესაც საჯარო მოხელე ვარ, ვაზროვნებ და ვფქირობ როგორც პოლიტიკოსი.

-ემზარ ჯიქურაშვილი გამგებლობას თავს კარგად ართმევს?

-ნამდვილად კმაყოფილი ვარ ემზარ ჯიქურაშვილის მუშაობის სტილით. გადაწყვეტილებები მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღება, საკითხის აწონდაწონვის შედეგად. წინა გამგებლის შემთხვევებისგან განსხვავებით ნაკლებად ვხედავ გარეშე ზეგავლენებს. ძალიან ხშირად ჩემი და მისი აზრები ერთმანეთს ემთხვევა.

-წვერი მამაკაცს ღირსებას მატებს?

-არა, არ ვიცი. წლები უწვეროდ დავდიოდი, მაგიტომ არ მაქვს მოშვებული, რომ რაიმე ღირსებად ვთვლიდე. შეიძლება ისეთ ხასიათზე დავდგე, რომ გავიპარსო და ასე ვიარო.

-როგორ შეაფასებდით "სპექტრის" მუშაობას?
-ზოგი რამ ჩემთვის ნამდვილად სიახლე იყო და "სპექტრიდან" გავიგე. კმაყოფილი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ ინფორმაციას ვიღებს, სტატიები, რომელშიც შეფასებებია, შედარებით დაბალანსებულია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 5 / 17 °C
img
საგარეჯო 5 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 12 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 5 / 15 °C
img
ყვარელი 5 / 17 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.