საზოგადოება
თვითნებურად გასხვისებულ ტერიტორიაზე მორგს აშენებენ
ქალაქ გურჯაანში, კოსტავას ქუჩაზე, მე-4 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკამ მუშაობა დაიწყო. ცნობილი გახდა, რომ აქ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უნდა აშენდეს, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ეკონომიკის სამინისტროს მიწის გასხვისების შესახებ არც ადგილობრივი ხელმძღვანელობისთვის უცნობებია და არც "ტექნიკური სპეციალისტების მომზადების ცენტრისთვის," რომლის მმართველობაშიცაა აღნიშნული ფართი. როგორც მოსახლეობა ამბობს, დასახლებულ პუნქტთან ასეთი დაწესებულების აშენება დაუშვებელია. "ჯერ ერთი, რომ აქვე სკოლაა და ბავშვები ყოველდღე ამ გზაზე დადიან. მეორეც ის, რომ დასახლებული პუნქტია, საცხოვრებელი კორპუსიდან ეს ადგილი პირდაპირ ჩანს. ყოველდღიურად ათასი უბედურება ხდება. როდესაც მიცვალებულს მოიყვანენ აქ უნდა იყოს ჭირისუფლების წივილ-კივილი, რაც ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედებს. ხალხი გაჭირვებული ცხოვრების გამო ისედაც განადგურებულია და ესღა გვინდა? რამდენიმე მეტრში ყოფილი საავადმყოფოს იმხელა შენობაა გაპარტახებული, გაარემონტონ და იქ გააკეთონ რაც უნდათ. გასულ კვირას მოვიდნენ, მიწის სინჯი აიღეს, ნიადაგი შეამოწმეს. ყველაფერი ისე გადაწყვიტეს, მოსახლეობას არც ჰკითხეს,"-გვითხრა გურამ ბ-მ. მოსახლეობის პროტესტის კიდევ ერთი მიზეზია ის ფაქტი, რომ ამ უბანში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ბავშვებს თამაშის და ვარჯიშის საშუალება ჰქონდათ. მათივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ამ ტერიტორიაზე სპორტული მოედანი მოეწყოთ, მორგს აკეთებენ. "აქ ასეთი შენობის აშენება ყოვლად დაუშვებელია. დასახლებული პუნქტია, სკოლა და კიდევ რამდენიმე სხვა დაწესებულებაა. მერე კიდევ ამ სტადიონზე უბნის ბავშვები ზაფხულობით ბურთს თამაშობენ და ვარჯიშობენ ხოლმე. სხვა მოედანი აქედან რამდენიმე კილომეტრშია, იფიქრა ვინმემ ამაზე?"-გვითხრა ამალია ბოსტოღანაშვილმა. უბნის მაცხოვრებლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე განცხადება დაწერეს და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს. "მარტო ჩვენ კი არა, სხვა უბნის მაცხოვრებლებიც წინააღმდეგები არიან. თვითონ სახელმწიფო მოხელეების ფანჯრების წინ რომ გააკეთონ ასეთი რამ, მოეწონებათ? ზაფხულში საღამოობით ჩამოვდიოდით და სუფთა ჰაერზე ვისვენებდით, ეხლა ამის საშუალებაც მოგვისპეს. საქონელს არ უშვებდნენ სტადიონზე, რომ წყალსადენია ახლოს და არ შეიძლებაო. მორგის აშენება შეიძლება? როგორც გვითხრეს, თანხები უკვე ჩარიცხულია და პროექტი მზად არის, მაგრამ მოსახლეობა არ შეეგუება ამას და იბრძოლებს, რომ შენობა არ აშენდეს,"-გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც გვარი და სახელი არ დაასახელა. ჩვენს თხოვნაზე, რომ ვინაობა გაემხილა, გვიპასუხა: "როგორ შეიძლება გვარი და სახელი გითხრათ?პერსონალურად ხომ არ გეტყვით? დაწერეთ მთელი უბნის მოსახლეობის სახელით.~ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის ემზარ ჯიქურაშვილის თქმით, პროექტისთვის თანხა უკვე გამოყოფილია. `პროექტის შესახებ ჩემთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ამის თაობაზე უკვე მქონდა საუბარი ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელებთან. პროექტში აღნიშნულია, რომ აქ სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის რეგიონული განყოფილება უნდა აშენდეს, ამისთვის თანხა უკვე გამოყოფილია. რაც შეეხება შემდგომ მოქმედებებს, დავსხდებით და ვიმსჯელებთ ბიუროს ხელმძღვანელებთან. გვექნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა და საკითხს რამენაირად შევაჯერებთ,"-გვითხრა მან. eqspertiza2 აღნიშნულის თაობაზე ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს პრესსამსახურს დავუკავშირდით, სადაც განმარტეს, რომ კოსტავას ქუჩაზე ულტრათანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სრული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტი აშენდება, სადაც სხვა გამოკვლევებთან ერთად, გარდაცვლილთა ექსპერტიზაც მოხდება. "სპექტრის" ინფორმაციით, დოსააფის შენობა და სტადიონი, სადაც ექსპერტიზის ბიურო უნდა აშენდეს, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ამ დროისთვის კი შპს "ტექნიკური სპეციალისტების მომზადების ცენტრის" მმართველობაშია. თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში ცენტრის დირექტორმა თამაზ მანდარიამ განმარტა, აღნიშნული ფართი მათი საკუთრებაა და გასხვისების შესახებ არავის უცნობებია. "დოსააფის შენობა და 12 ათასი კვადრატული მიწის ნაკვეთი ჩვენს ბალანსზეა და ჩვენს საკუთრებას წარმოადგენს. მშენებლობის დაწყების შესახებ არავის არაფერი უცნობებია. ჯერჯერობით რაღაც საკითხები დასაზუსტებელია. მომდევნო კვირაში საკითხს აუცილებლად გავარკვევთ, მივმართავთ ეკონომიკის სამინისტროს და თუ გაირკვევა, რომ ჩვენი დასტურის გარეშე კეთდება რამე, ვინც ნებართვა გასცა, იმას პასუხს მოვთხოვთ. თუ ჩვენს საზღვრებს გარეთ კეთდება, მაშინ წინააღმდეგი არ წავალ. მომიწევს ყველაფრის ადგილზე გარკვევა,"-გვითხრა მან. "სპექტრი" სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკის სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც პრესსამსახურში გვითხრეს, დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიდნენ, თუმცა, ამის შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს. მარინა პეტრიაშვილი
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
ამავე კატეგორიაში
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31
ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი
გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ
სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, 31 ივლისს ჩუმლაყსა და ყიტაანში 07:00 საათიდან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება. ამის მიზეზი ჩუმლაყის გაზგამანაწილებელ სადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.
15:25 / 26.07.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი
და სეტყვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
14:23 / 26.07.2024
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს
სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების
ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
2019-2024 წლებში ევროკავშირის დაფინანსება საქართველოს სამინისტროებისთვის 11-ჯერ აღემატება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის გამოყოფილ თანხებს.
14:57 / 16.07.2024
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში
მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების
სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის
დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
დასრულდა საქართველოს პარლამენტის 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად იმ პოლიტიკური პარტიების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება, რომლებსაც არჩევნების დანიშვნის დროისთვის არ ჰყავთ მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები.
13:41 / 16.07.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოცხადდა. როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ,  მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
13:23 / 26-07-2024
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
10:21 / 11-07-2024
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
ეკონომიკა
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობა აიკრძალება. ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17:19 / 05-06-2024
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
სხვა ამბები
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრომლობს, რომელიც შემდეგ ინოვაციურ პლატფორმებს აერთიანებს - Jira, Jira Service Management და Confluence.
12:01 / 01-11-2024
ეფექტური ლიდერობა ორგანიზაციის ზრდისა და წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თიბისიმ 2021 წელს ლიდერობის აკადემია დააარსა - მიზანი თანამშრომლებისთვის იმ უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რომლებიც დღევანდელ დინამიურ გარემოში თავის დამკვიდრებისთვის აუცილებელია. 2021 წლიდან დღემდე, აკადემია ლიდერებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს, სრული დაფინანსებით სთავაზობს.
16:03 / 03-10-2024
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოვლინდა. „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22-ედ ტარდება.
14:57 / 03-10-2024
1 ოქტომბერს თიბისი ბიზნესისა და რითეილ ასოციაციის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას მრავალ ასპექტში.
18:53 / 02-10-2024
თიბისი ბიზნესი განაგრძობს ბიზნესის მხარდაჭერას და ამ მიზნით მორიგ საგანმანათლებლო ტრენინგს სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
16:47 / 03-09-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 18 °C
img
საგარეჯო 6 / 16 °C
img
დ.წყარო 4 / 13 °C
img
სიღნაღი 4 / 18 °C
img
ლაგოდეხი 4 / 15 °C
img
ყვარელი 6 / 18 °C
img
თელავი 6 / 17 °C
img
ახმეტა 6 / 17 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1

speqtri.ge შენი ვებგვერდი

Цінуєте свій час і не хоче стояти в чергах, тоді кредит онлайн для вас. Багато банків пропонують спеціальні умови для кредитів онлайн.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

Spill ansvarlig på et regulert casino online casino-no7.com. Casino online gir deg spennende kampanjer og tilbud.